Aa Aa
18 აპრილი 2021  |  13:30

1983 წლის გამოუყენებელი VW Beetle-ი 50 000$-ად შეფასდა

Craigslists-ზე 1983 წლის Volkswagen Beetle-ის გასაყიდი განცხადებაა ატვირთული. ავტომობილის ოდომეტრზე 200 კმ-ია გამოსახული და ის პრაქტიკულად ახალია.

განცხადების მიხედვით, მექსიკური Beetle-ი საუცხოო მდგომარეობაშია და ის სრულად ქარხნულია. სავარძლებზე ქარხნული პარკიც კი არ აუძვრიათ. ავტომობილს მფლობელის სახელმძღვანელო, ხელსაწყოები, სათადარიგო ბორბალი და ორი გასაღები მოყვება. ამ ყველაფრის სანაცვლოდ კი 49 975$-ის გადახდა მოგიწევთ.

ეს მანქანა პირველად ტიჰუანაში, მექსიკაში, ერთ-ერთმა ცნობილმა კოლექციონერმა - ჯინ ბერგმა შეიძინა. მან ამ ავტომობილით ორინჯ ქანთიში არსებულ საჩვენებელი ოთახი და კოლექცია გაამდიდრა. კლასიკური Beetle-ი კოლექციაში ბერგის გარდაცვალებამდე დარჩა. მოგვიანებით კი მისმა მეუღლემ ავტომობილი VW-ის უბადლო მოყვარულ დენი ზეპედას მიჰყიდა. ზეპედას მფლობელობაში მანქანა ათი წლის განმავლობაში გახლდათ. მოგვიანებით ის Beetle-ის კოლექციონერზე, კალიფორნიაში გაიყიდა. მას მშრალ საწყობში ინახავდნენ იქამდე, სანამ მაიკ ჯონსონმა არ იპოვა.

ნაჭრის სალონითა და მინიმალისტური ინტერიერით წარმოდგენილი სალონი წუნდაუდებელ მდგომარეობაშია. მასში რადიო არ არის, თუმცა, დაყენება საკმაოდ მარტივი საქმეა.

ავტომობილს ძრავის ზეთი, ტრანმისიის სითხეები, მუხრუჭების სისტემა და საწვავის ავზი გამოუცვალეს. გარდა ამისა დაყენდა ახალი ბატარეა და ფილტრები. მოდელი 1.6-ლიტრიანი ოპოზიტური ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 4-სიჩქარიან მექანიკურ კოლოფთანაა დაკავშირებული.

გაუფორმებელი Beetle-ი იქოქება და საოცრად იმართება. მას ჯერ კიდევ ქარხნული საბურავები აქვს შემორჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში უამრავი Beetle-ა, ასეთი ისტორიისა და მდგომერეობის მქონე მოდელი იშვიათბაა. მაღალი ფასის მიზეზიც კი სწორედ ეს გახლავთ.

გაზიარება: