Aa Aa
15 აპრილი 2021  |  16:17

საბურავის რეზინის ნაკლებობა ავტოინდუსტრიის მომავალი პოტენციური პრობლემა იქნება

Bloomberg-ის მოხსენების მიხედვით, ნატურალური რეზინის გლობალურმა მიწოდებამ დიდი დარტყმა მიიღო. ეს ავტომწარმოებლებისთვის საქმეს კიდევ უფრო ართულებს. რეზინის დეფიციტს ერთ კონკრეტული გამომწვევი მიზეზი არ აქვს. Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ამ ყველაფერზე გადამზიდი ხაზები, ქვეყნებსშორისი მიწოდება და ქარხნების შეფერხებით მუშაობა იწვევს.

საბედნიეროდ, სიტუაცია ისეთი რთული არ გახლავთ, როგორც ეს მაგალითად საავტომობილო კომპიუტერების ჩიპების შემთხვევაშია. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ამერიკული ავტომწარმოებლები ჯერ რთულ მდგომარეობაში არ არიან, მაგრამ მიმდინარე პროცესებს თვალყურს აქტიურად ადევნებენ. ამავე მონაცემებზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ რეზინის ფასი გასულ წელთან შედარებით მომატებულია. თებერვალში კი ბოლო 4 წლის მაქსიმუმს მიაღწია.

სამწუხაროდ, ისედაც უამრავ პრობლემაში გახლართული ავტოინდუსტრიისთვის, ეს კიდევ ერთი დარტყმა იქნება. კოროვირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ჩაკეტვების შედეგად, ავტომწარმოებლები კომპიუტერული ჩიპების ნაკლებობას განიცდის, რაც მანქანების წარმოებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

Ford-მა მარტში განაცხადა, რომ ის F-150-ს შეფერხებულად გამოუშვებდა, რადგან სპეციალური კომპონენტების მიწოდება გვიანდებოდა. General Motors-მა Chevy Colorado-ს და GMC Canyon-ის წარმოება შეაჩერა. მიზეზი V8 ძრავებისთვის საწვავის დამზოგველი ტექნოლოგიის შეფერხება გახლდათ. ამავე მიზეზით, Toyota Tundra-ს და Tacoma-ს ფასებიც გაიზარდა. მოვლენები იმდენად უცნაურად ვითარდება, რომ Intel-მა, ინდუსტრიის გამოსაცოცხლებლად, საკუთარი რესურსების შეთავაზებაც დაიწყო.

გაზიარება: