Aa Aa
16 აპრილი 2021  |  11:38

Ferrari-ს პირველი EV იმაზე ადრე გამოვა, ვიდრე იგეგმებოდა

Ferrari სრულიად ელექტრო ავტომობილის გამოშვებას 2025 წლის შემდეგ გეგმავდა, თუმცა, როგორც ჩანს, მარანელოში საქმე უკეთ მიდის.

ავტომწარმოებლის ხელმძღვანელი ჯონ ილკანის თქმით, ელექტრო ავტომობილის დებიუტი 2025 წელს შედგება.

2019 წელს „ფერარიმ“ გამოაცხადა, რომ მათი პირველი EV ათწლეულის მეორე ნახევარში გამოვიდოდა. ავტომწარმოებლები ელექტრო ავტომბილების წარმოებაში სულ უფრო დიდ ინვესტიციებს დებენ. კონკურენცია მაღალია. 2025 წლამდე კიდევ დიდი დრო გვაშორებს. იტალიურ ავტომწარმოებელს კი ბატარეის ტექნოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

კომპანიის პირველ EV-ზე ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს. პატენტზე განცხადებაში საუბარია 4-მოტორიან, ოთხივეწამყვან შუაძრავიან ელექტრო ან ჰიბრიდულ ავტომობილზე. კონკრეტული არაფერია, თუმცა Ferrari-ს მომავლის ხედვა ჩანს. კომპანიას სურს, რომ 2022 წლისთვის გაყიდული ავტომობილების 60% ჰიბრიდი იყოს.

Ferrari-მ თავისი პირველი ფლაგ-ინ ჰიბრიდი SF90 Stradale 2019 წელს გამოუშვა. 4.0-ლიტრიან V8 ძრავა 4 ელექტრო მოტორთან ერთად მუშაობს და ჯამში 986 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 2, 5 წამში აღწევს.

ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და ყველაფერი წინაა. 2025 წლამდე ჯერ შორია, უახლოეს თვეებში კი სამ ახალ მოდელს უნდა ველოდოთ.

გაზიარება: