70-იანების V8 Mercedes SLC-ი აუქციონზე იაფად გაიყიდება
ეს 450 SLC-ი ახალ Sandero-ზე იაფად გაიყიდება.
RM Sotheby-ს მომავალ აუქციონზე საინტერესო კლასიკურ ავტომობილს ვიხილავთ. წინასწარი შეფასებით კი მისი ფასი ახალ Dacia Sandero-ზე ნაკლები იქნება.
ეს Mercedes-Benz SLC-ა, ერთ-ერთი 1975 წელს გამოშვებული 2 993 ეგზემპლარიდან. RM-ის პროგნოზით, ავტომობილის ფასი 10 000$-დან 15 000$-მდე იქნება.
ამ თანხის სანაცვლოდ თქვენ ძალზედ ძველ ავტომობილს შეიძენთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აზრი გამოცდილ მეგობრებსაც უნდა ჰკითხოთ. ეს SLC-ი ძველი 4.5-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 227 ცხენისძალას გამოიმუშავებს. უფრო სწორად, 1975 წელს გამოიმუშავებდა.
ამ V8 ძრავას 193 000კმ-ი აქვს დაფარული. თუ მის საიმედოობას და მაღალ რესურსს გავითვალისწინებთ, ეს ამ აგრეგატისთვის არაფერია. ავტომობილს 1999 წლიდან დღემდე მხოლოდ ერთი მფლობელი ჰყავდა. ეს SLC-ი ლურჯ ფერშია შეღებილი და ბეჟი ფერის ინტერიერი აქვს. ის 15-იანი ალუმინის დისკებით, ყვითელი ნისლის მაშუქებით, ელექტრო ფანჯრებითა და კონდინციონერით არის აღჭურვილი.
ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი არც V8-ა, არც საღებავი და არც ყვითელი მაშუქებია. ყველაზე მთავარი Blaupinkt-ის სტერეო სისტემაა, რომელიც უამრავი ახალგაზრდისთვის დიდი საჩუქარია.
SLC-ი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი Benz-ია. ის R107 SL Class Merc-ის ორკარიანი ვარიანტია. და მაინც, რომელი გირჩევნიათ: ეს თუ Sandero?