Aa Aa
16 აპრილი 2021  |  17:46

“F9” Fast and Furious-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილი იქნება

თუ Fast and Furious-ისგან სწრაფ მანქანებს, დიდი ვარსკვლავები ხილვასაა და უამრავ აფეთქების სცენას ელოდებით, მაშინ ფილმის ახალი საანონსო ვიდეო დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. კადრებიდან ჩანს, რომ F9 ყველაზე დაძაბული ნაწილი იქნება. Dodge Charger-ი კლდიდან ხტება, გამანადგურებელი თვითმფრინავები აგრესიულად დაფრინავენ და Pontiac Fiero რეაქტიული ძრავითაა აღჭურვილი.

დიახ, ოჯახის წევრები ერთმანეთს დაუბრუნდნენ. ამ შემთხვევაში დომინიკ ტორეტოს ბიოლოგიურ ოჯახის წევრებზეა საუბარი: მისი შვილი, ბრაიანი და მისი ძმა, ჯეიკობი, რომელიც აგრეთვე უარყოფითი როლის შემსრულებელია.

ზემოთ არსებული მეორე სააონსო ვიდეო რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფილმის ახალი ნაწილი კინოთეატრებში 2021 წლის 2 აპრილს უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ ამის შემდეგ პრემიერა კიდევ გადაიდო და ახლა 25 ივნისს დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ ამ დღეს ჩვენ Fast and Furious-ის პირველი ნაწილი ვიხილეთ. ყველაფერი 2001 წელს დაიწყო.

რა ხდება ვიდეოში? ახლა საქმე დომის და მის ძმას ეხება. რა თქმა ფილმის წინა ნაწილებში მისი არსებობის შესახებ ნახსენები არაფერი ყოფილა. თუმცა, Fast and Furious-ს სიღრმისეული შინაარსი და ცხოვრებისეული ფილოსოფიის ეკრანიზაცია არ უნდა მოვთხოვოთ. მნახველებს საოცარი კინემატოგრაფიული შესრულება, კასკადიორული სცენები, ხუმრობები და აბსურდული დასასრული ელით. არა, F9 დიდი ალბათობით ოსკარს ვერ მოიგებს, თუმცა მისი ყურება ნამდვილად გაგართობთ.

გაზიარება: