Aa Aa
26 აპრილი 2021  |  11:17

ვიღაცამ საკულტო Porsche 924-ის სანაცვლოდ 261 000$ გადაიხადა

ჰომოლოგაციის ეპოქა უკვე დიდიხანია წარსულს ჩაბარდა. დღეს მხოლოდ ერთი საგზაო ავტომობილი იწარმოება, რომელიც ნამდვილ სარბოლო სულისკვეთებას აღძრავს. ეს ავტომობილი GR Yaris-ია, რომელიც დიდი რაოდენობით იწარმოება და კომფორტის უამრავ საშუალებას თავს უყრის. ის გაცილებით უფრო ლმობიერი საგზაო ავტომობილია, ვიდრე წარსულში გამოშვებული სპეციალური მოდელები. ამის ერთ-ერთი მაგალითი Porsche Carrera GTS Clubsport-ია. ეს უკომპრომისო, ლიმიტირებული წარმოების Porsche-ა, რომელიც მწარმოებელმა FIA Group 4-ში საასპარეზოდ შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ სურათზე ნაჩვენები მანქანა 924-ის ყველაზე სპორტული ვერსია არ არის (ეს წოდება Carrera GTR-ს ეკუთვნის), Carrera GTS Clubsport-ი ყველაზე იშვიათა. Carrera GT-ის ხაზი რამდენიმე ასეულ ეგზემპლარს მოიცავს. მათგან 59 უფრო მძლავრი GTS მოდელი გახლდათ. Clubsport-ის გაუმჯობესება კი მხოლოდ 15-მა მიიღო. ეს პირდაპირ Group 4-ის სპეციფიკაციების მიხედვით მომზადებული მოდელია.

GTS Clubsport-ის სიმძლავრე 280 ცხენის ძალას შეადგენს. ავტომობილმა მუხრუჭები 930-ისგან მიიღო, ხოლო ინტერიერი ისეა მომზადებული, რომ პროფესიონალურ რბოლაში მონაწილეობის მიღება დასაშვებია. ეს მოდიფიკაცია პლასტმასის სრიალა ფანჯარას, ქარხნულ უსაფრთხოების კარკასს, ცეცხლმაქრის სისტემას და სარბოლო სკამებს მოიცავს.

ეს კონკრეტული Carrera GTS Clubsport-ი ისეთ მდგომარეობაშია, რომ მუზეუმის დონისაა. ის ისე გამოიყურება, თითქოს ქარხანა გუშინ დატოვა. 40 წლის განმავლობაში ავტომობილს 800კმ აქვს დაფარული. Bring a Trailer-ის აუქციონზე ვიღაცამ მის სანაცვლოდ 261 000$ დათმო. ეს ფასი კი იმდენად მაღალი გახლავთ, რომ არამგონია მყიდველმა მის სანაცვლოდ, უახლოეს წლებში, გადახდილზე მეტი თანხა მიიღოს.

გაზიარება: