Aa Aa
30 აპრილი 2021  |  12:47

1965 წლის Ford Shelby GT350R-ი გასაყიდადაა გამოტანილი

შესაძლოა თანამედროვე Ford Mustang Shelby GT350R-ი კარგი ავტომობილია, თუმცა, მისი შთაგონების წყარო გაცილებით უფრო შთამბეჭდავი მანქანა გახლავთ. მალე კი ამ ავტომობილს Mecum-ის ინდიანაპოლისის აუქციონზე ვიღაც ხელში ჩაიგდებს.

1965 წლის Ford Shelby GT350R-ი - სერიული ნომრით 5R213 - ერთ-ერთია 34 წარმოებული და ორი პროტოტიპი მოდელიდან. ეს Ford-ის პირველი მცდელობა იყო ეჩვენებინა, რომ პონი ავტომობილს დიდი კუნთები გააჩნდა. იმ პერიოდისთვის, Ford-ისა და შელბის საერთოდ ნაწარმი Cobra და GT40-ც გახლდათ. მოგვიანებით კი, 1964 წელს ინტენსიური მუშაობა Mustang-ის სპორტული ვერსიის შემუშავებისთვის დაიწყო.

როგორც უახლეს მოდელებში, Shelby-მ ორივე, სტანდარტული GT350 და GT350R სარბოლო ვერსია გამოუშვა. ასო R-ი აქ შასის სპორტულ კოდს აღნიშნავს. ორიგინალმა მოდელმა SCCA B Production-ი ზედიზედ სამჯერ მოიგო. სტანდარტულ GT350-სა და GT350R-ს შორის განსხვავება ბოჭკოვანი მინისგან დამზადებულ წინა სარტყელს, გაუქმებულ გვერდითა ნახევარშუშებს, American Racing Torq Thrust-ის დისკებსა და ძრავის გაუმჯობესებას მოიცავდა.

4.7-ლიტრიანი V8 ძრავა 325 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ის Borg Warner-ის T10 M-ის 4-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან არის დაკავშირებული. თავდაპირველი მოდელი დამოუკიდებელი უკანა დაკიდების სისტემით იყო აწყობილი, თუმცა გაუჭრელი ღერძის მქონე მოდელმა მას სარბოლო ტრეკზე აჯობა და იდეაც მიივიწყეს.

1965 წლის Cobra Caravan-ით ეს ავტომობილი აშშ-ს მასშტაბით რამდენიმე ტურზე გახლდათ, რომელიც Shelby-მ ავტომობილების გაყიდვების მხარდასაჭერად ჩაატარა. 12-მეტრიან სატვირთოში GT 350R-ი, 427 Cobra, GT40 და Cobra Daytona იყო განთავსებული.

Mecum-ის მიხედვით, ტურის დასრულების შემდგომ ავტომობილი 1966 წელს პერუში წაიყვანეს, სადაც რბოლებში გამოსცადეს. მოგვიანებით ის აშშ-ში დააბრუნეს, სადაც რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. ბოლო წლებში ავტომობილს სრული რესტავრაცია ჩაუტარეს და ახლა ის პირველობას ავტოჩვენებებზე იმსახურებს. მისი აუქციონი Mecum-ზე 14-დან 21 მაისამდე გაიმართება.

გაზიარება: