Aa Aa
2 მაისი 2021  |  12:50

მომღერალ ფერელ ვილიამსს ძვირადღირებული ავტოკოლექცია აქვს

მისი ერთ-ერთი ავტომობილი 2.5 მილიონი დოლარი ღირს.

მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა მისი მუსიკის მოყვარული, უნდა აღიაროთ, რომ ფერელ ვილიამსს საოცარი ფარეხი აქვს. მუსიკოსსა და პროდიუსერს საკუთარ კოლექციაში უამრავი ეგზოტიკური ავტომობილი ჰყავს.

დიდებულ მოდელებს შორის ერთ-ერთი Mercedes-Benz SLR McLaren-ია, ცნობილი GT-ი, რომელიც გერმანულმა და ბრიტანულმა ავტომწარმოებლებმა ერთობლივად შექმნა. ამ ავტომობილის დიზაინის შთაგონება Mercedes-ის ვერცხლისფერი ისრებია, რომელიც ავტომობილის კორპუსს დრამატულად მიჰყვება. კოლექციონერების ბაზარზე ამ მოდელს მაღალი ფასი აქვს, რაც დროთა განმავლობაში უფრო იმატებს.

მაშინ, როდესაც მუსიკოსი მოდუნებულ ხასიათზეა ის Rolls-Royce Phantom-სა და Phantom Drophead Coupe-ს იყენებს. ბრიტანული ავტომწარმოებელი თავის ავტომობილებს შეკვეთის შესაბამისად რთავს. ვილიამსს ეს ავტომობილები საკუთარი გემოვნებით ჰყავს გაფორმებული.

ავტომობილი, რომელიც კოლექციონერის სტილი არ გახლდათ Bentley იყო. მუსიკოს არ უთქვამს ზუსტად რა არ მოსწონდა ამ ავტომობილში. ჯერჯერობით კი ვილიამსის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი Ferrari Enzo-ა. ამ ავტომობილს სახელი იტალიერი ავტოინჟინრის საპატივცემულოდ დაარქვეს. ეპოქალურ სუპერქარს 6-ლიტრიანი V12 ძრავა აქვს, რომელიც 660 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს მძღოლის მანქანაა, რომლის წინაპრებიც F40 და F50 გახლდათ.

ფერელ ვილიამსი საკუთარ ავტომობილებს ბევერლი ჰილსის ვილაში ინახავს, სადაც 30-ადგილიანი ავტოფარეხი აქვს.

გაზიარება: