Aa Aa
27 აპრილი 2021  |  11:13

ქალმა მექანიკოსმა არაბეთში სახელოსნო გახსნა

ალ-მატროში ერთ-ერთი ემირატელი ქალია, რომელიც ავტომობილების სახელოსნო ბიზნესშია ჩართული. ეს ინდუსტრია არაბეთში კაცების დომინანტურობით გამოირჩევა.

- „ამის კეთეთება ძალიან მსიამოვნებს“ - ამბობს მატროში და ზეთიან სამუშაო ხელთათმანს ისწორებს. - „რადგანაც მე ამ საქმიანობის სათავეში ვარ და ჩემი ბიზნესია ვამაყობ კიდეც“. ის ახლა 36 წლისაა და მისი ჰობი ავტომობილები ბავშვობიდან იყო.

- „მანქანები, მოდელები და მათი დეტალები ძალიან მომწონს. მიყვარს, როგორც სპორტული და მდიდრული კლასის, ისე ჩვეულებრივი ავტომობილები." მან თავისი გატაცება პროფესიად აქცია და ახლა ის ავტოსახელოსნოს Sharjah-ში ფლობს.

მატროშის ოჯახი მის საავტომობილო ბიზნესში ჩართვას და მექანიკოსობას კრიტიკულად უყურებდა. თუმცა, მოგვიანებით მამამ მას ნდობა გამოუცხადა. -„სახლში ყველას თავდასწრებით ვუთხარი - მამა, გთხოვ მენდე და ნახავ რისი გაკეთება შემიძლია - და ის დამთანხმდა. ჩემი ოჯახის წევრების უმეტესობა გაოცდა ამ განცხადებით, რადგან იციან თუ რამდენად რთულია ეს საქმიანობა ქალებისთვის.“ - თქვა მან.

მატროშის პერსონალში მამაკაციც ჰყავს დასაქმებული. მუჰამედ ჰალავანის თქმით, თავდაპირველად გაკვირება ვერ დამალა, როდესაც სახელოსნოს ლიდერად ქალი მოევლინა. მალევე კი უფროსის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმში დარწმუნდა.

მატროში იმედოვნებს, რომ ერთფარეხიან სახელოსნოს მალე ცენტრად აქცევს და არაბეთში ის ქსელად იქცევა.

გაზიარება: