Aa Aa
1 მაისი 2021  |  12:54

18 000კმ გარბენიანი Chrysler LeBaron Town & Country აუქციონზე გადის

ამ ავტომობილის შექმნისას ხეები არ მოჭრილა. 

100 წლის წინ LeBaron-ის სახელი ამერიკული მდიდრული კლასის მოდელებს ამშვენებდა. როდესაც გავიგეთ, რომ R.M. Sotheby-ს აუქციონი ერთ-ერთ ასეთ ავტომობილს ათამაშებდა, მაშინვე "გათსბის" ეპოქის Cadillac-ი და Lincoln-ი გაგვახსენდა. თუმცა, მის ნაცვლად, უფრო უკეთესი რამ შეგვრჩა ხელში.

ეს 1985 წლის Chrysler Lebaron Town and Country-ს კაბრიოლეტი ვერსიაა. დიდი ალბათობით ის “Back to the Future-იდან“ უნდა გახსოვდეთ. ავტომობილი ხელოვნური ხის პანელებით არის შექმნილი და მას ძლიერი ნოსტალგიური ღირებულება აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ LeBaron-ის სახელის პოპულარობა იმ პერიოდისთვის შესუსტებული იყო და Chrystler-ი საბაზისო მოდელს უშვებდა, T&C-ის უსახურავო ვერსია ყველაზე გლამურული K-ავტომობილი გახლდათ.

შესაძლოა ის 2.6-ლიტრიანი Mitsubishi Astron-ის ძრავით იყო აღჭურვილი, მაგრამ წინა წამყვანი ხიდი მას ნამდვილ Americana-დ აქცევდა. K-ავტომობილები მაშინ ისეთივე ხშირი იყო, როგორც დღეს RAV4-ები. K-პლატფორმების წყალობოთ კი Chrystler-ი გაკოტრებას გადაურჩა. მაშინდელი აღმასრულებელი დირექტორის, ლი ლაკოკას თქმით, არც Ford-ს, არც GM-ს და არც სხვა გერმანულ და იაპონურ ბრენდებს ასეთი ავტომობილი არ შეუქმნია.

მოდელი 2 მილიონ ეგზემპლარად გამოვიდა, მაგრამ „ხის“ გვერდებიანი კაბრიოლეტი ვერსია საკმაოდ იშვიათი გახლდათ. Chrystler-მა ჯამში სულ 1 105 ასეთი ავტომანქანა ააწყო. ამ კონკრეტულ მოდელს კი ოდომეტრზე 18 000კმ აქვს გამოსახული. ის ოქროსფრადაა შეღებილი, რომელსაც Jerry Gold-საც ეძახიან. ასე ხარისხიანად შესრულებულ ავტომობილს თქვენ მართლაც ვერსად შეხვდებით.

CarFax-ის მოხსენების მიხედვით, ეს მანქანა თავდაპირველად Vermont-ში იქნა შეძენილი, სადაც 2004 წლამდე დაჰყო. შემდეგ ის ვირჯინიაში გაყიდეს. ხუთი წლის შემდეგ კი იუტაში დილერმა შეიძინა. 2021 წლის თებერვალში ის ბოლოჯერ, პენსილვანიაში გასხვისდა. ახლა კი აუქციონზეა გამოტანილი.

RM Sotheby-ს ჩვენება დეტროიტში 5-დან 13 მაისამდე ჩატარდება.

გაზიარება: