Aa Aa
6 მაისი 2021  |  10:14

რა არ უნდა გავაკეთოთ ავტომობილის მართვისას

ავტოსკოლების უმეტესობა თქვენ მართვის საფუძვლებს გასწავლით. გარდა ამისა, ისწავლება წესები და რეგულაციები. თუმცა, არსებობს სხვა უამრავი დეტალი, რაც ავტოსკოლაში არ ისწავლება და მათი ცოდნა თქვენი უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია. ქვემოთ წარმოდგენილია ის მავნე ჩვევები, რომელსაც ავტომობილის მართვისას უნდა გადავეჩვიოთ.

8. მაღალქუსლიანებით მართვა


გარდა იმისა, რომ მართვისას დისკომფორტის შემქმნელია, არსებობს უამრავი მიზეზი, რატომაც მაღალი ქუსლებით არ უნდა მართოთ. პირველ რიგში, სატერფულებზე საკმარისი რაოდენობის ძალას ვერ დაიტანთ, განსაკუთრებით საავარიო სიტუაციებში. მეორეს მხრივ, მაღალია ალბათობა, რომ ქუსლი დასაფენთან გაიჭედოს და შეცდომით სხვა სატერფული გამოიყენოთ. მანქანის მართვისას უმჯობესი იქნება თუ ბრტყელძირიან ფეხსაცმელს გამოიყენებთ.

7. ეცადოთ აიღოთ რთულად მისაწვდომი საგნები

ყურადღების მოსადუნებლად და საჭეზე კონტროლის დასაკარგად ერთი წამიც კი საკმარისია. ამ ყველაფერმა კი შესაძლოა ავტოავარია გამოიწვიოს. შესაძლოა ვიღაცამ გზის გადაკვეთა გადაწყვიტოს, რა დროსაც თქვენი ხელები და თვალები სხვა რამეზე იყოს მიმართული. ასეთ შემთხვევაში, მაღალი ალბათობით, სწორ და სწრაფ რეაგირებას ვერ მოახდენთ. როდესაც გსურთ საგანს მისწვდეთ, დაიხმარეთ მგზავრი და არ მოადუნოთ ყურადღება გზიდან.

6. ყურსასმენებით მართვა


ეს ალბათ ყველაზე გავრცელებულია, არა? მძღოლების ნაწილს შეუძლია დავა, რომ ისინი ავტომობილებს დახშული სმენისას ისევე კარგად მართავენ, როგორც სრული სმენის შემთხვევაში. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ყურსასმენებით მუსიკის ხმამაღალი მოსმენა ყურადღებას გვაკარგინებს. საუკეთესო გამოსავალია, თუ ყურში მხოლოდ ერთ ყურსასმენს გაიკეთებთ, ხოლო მეორე ღია მდგომარეობაში გექნებათ.

5. ავტომობილის მართვა დაღლილ მდგომარეობაში


კვლევების მიხედვით, ფატალური ავტოავარიების 17 პროცენტი მთვლემარე მძღოლების მიერაა გამოწვეული. მაშინ, როდესაც ავტომობილის მართვას დაღლილ მდგომარეობაში დააპირებთ და პირზე წყლის მისხმით დაიმშვიდებთ თავს - კიდევ ერთხელ დაფიქრდით. გეტყვით იმასაც, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი ყავისა და ენერგიული სასმელების დიდი რაოდებით მიღება არ არის. რა თქმა უნდა კოფეინი არ დაგაძინებთ, მაგრამ შესაძლოა რომ მოქმედება მალე დაკარგოს და  წამიერად გაითიშოთ. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი დაძინება, წყლის დალევა და საკვების მცირე რაოდენობით მიღებაა.

4. მოწევა ავტომობილის მართვისას

მიუხედავად იმისა, რომ მართვისას სიგარეტის მოწევა ლეგალურია ეს ყველაზე უსაფრთხო ქმედება მაინც არ გახლავთ. სიგარეტის მოკიდებამ შესაძლოა ყურადღება გაგიფანტოთ და მართვაზე კონტროლი დაკარგოთ. გარდა ამისა სიგარეტის ბოლი მხედველობას ამცირებს, წვავს თვალს და იწვევს ცრემლდენასაც. გამომდინარე აქედან, მოერიდეთ მოწევას მაშინ, როცა ავტომობილს მართავთ.

3. თითქმის ცარიელი ავზით გადაადგილება


ხშირად ასეც ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ირგვლივ სადგური არსად ჩანს. როდესაც მაჩვენებელთა დაფაზე წითელი აინთება, ავტომობილი რამდენიმე კილომეტრს დაფარავს, მაგრამ ძრავა შესაძლოა ნებისმიერ დროს გამოირთოს და ავტომობილი გაჩერდეს. შედეგად კი ქუჩაში დარჩებით. ამის თავიდან ასარიდებლად უმჯებესია თუ საწვავის მაჩვენებელს ხშირად აკონტროლებთ. ამასთანავე, ცარიელი ავზით ხშირად სიარულმა შესაძლოა საწვავის ტუმბო დააზიანოს. საწვავის ტუმბოების უმეტესობა ავზშია მოთავსებული. საწვავი კი გამაგრილებელ ფუნქციას ასრულებს. არასაკმარისი საწვავის შემთხვევაში კი ტუმბო ხურდება და დროთა განმავლობაში მწყობრიდან გამოდის.

2. მობილური ტელეფონის გამოყენება


იცოდით, რომ მართვისას მობილური ტელეფონის გამოყენება ყველაზე ხშირად იწვევს ავტოავარიას? აუცილებლობას არ უნდა წარმოადგენდეს იმის თქმა, რომ შეტყობინების წაკითხვა შესაძლოა ისეთივე ჩამთრევი იყოს, როგორც წერილის დაწერა. თანამედროვე ტექნოლოგიები და აპლიკაციები საშუალებას იძლევა ხმოვანი შეტყობინებები გავგზავნოთ. მიუხედავად ამისა, ადამიანები მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მაინც გზავნიან. გარდა ამისა, მართვისას ტელეფონის ზარის პასუხიც და საუბარიც ასევე დიდი საფრთხის შემცველია.

1. უსაფრთხოების ღვედის გარეშე მართვა

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ყოველ დავიწყებულ ღვედის მორგებაზე ერთ ლარს გადაგიხდიდნენ - თქვენ მილიონერი იქნებოდით. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ღვედის გარეშე ავტომობილის მართვა კანონით დასჯადია, მძღოლებს მისი გამოყენება ხშირად ავიწყდებათ. ყველაზე კარგი გაკვეთილი კი იმის ხილვაა, რა ემართებათ მგზავრებს, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევაში ღვედის გარეშე მოყვნენ. საბედნიეროდ, თანამედროვე ავტომობილები სპეციალურ ხმას გამოსცემს მაშინ, როდესაც მძღოლსა და მის გვერდით მჯდომ გზავრს უსაფრთხოების ღვედი არ უკეთიათ. მძღოლებო, მიენდეთ თქვენს ავტომობილს!

გაზიარება: