Aa Aa
29 აპრილი 2021  |  10:49

პანდემიისას ავტომობილების გაყიდვები 110%-ით გაიზარდა

2020 წლის ჩაკეტვების შემდგომ რთული წარმოსადგენი არ იყო, რომ წლიდან წლამდე ავტომობილების გაყიდვები აპრილის თვეში უკეთესი იქნებოდა. თუმცა რეკორდების დამამყარებელი გაყიდვები? ეს JD Power-ისა და LMC Automotive-ის პროგნოზია. მათი შეფასებით აშშ-ში უკვე 1 325 500 ავტომობილია გაყიდული.

2020 წლის აპრილთან შედარებით, 2021 წლის აპრილის თვეში ავტომანქანების გაყიდვები 110%-ით არის გაზრდილი. ეს აშშ-ში 2020 წელს „დარჩი სახლში“ ბრძანების ფარგლებში შეზღუდული ბიზნეს საქმიანობის გამო ხდება. დამატებით გეტყვით იმასაც, რომ გაყიდვების ეს რაოდენობა 2019 წლის აპრილის თვეზე 26%-ით მეტია. ამ მხრივ აღმასვლა კი მომდევნო თვეებში დიდი ალბათობით შესუსტდება.

გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი საკვირველია იმ პერიოდშიც, როდესაც ახალი ავტომობილებისთვის ნაწილების წარმოება შენელებულია. პანდემიისას ავტომწარმოებლებს დაკეტილ ქარხნებთან მოუწიათ გამკლავება. შემდეგ კი გაორმაგებული დროით დანაკარგის აღმოფხვრა განიზრახეს. მიუხედავად ამისა, ავტოინდუსტრიაში საავტომობილო ჩიპების დანაკლისი გრძელდება, რაც წარმოებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

ავტომობილების წარმოებისა და მიწოდების დაგვიანების გამო მსურველები იძულებულნი არიან გაძვირებული მანქანები შეიძინონ. სხვაგავარად ისინი სახლში ახალი ავტომობილით ვერ წავლენ. მეორეს მხრივ სადილეროები რეკორდულ მოგებას იღებენ. გასულ წელთან შედარებით, წელს თითოეულ ავტომობილზე დარჩენილი მოგება 1 313$-დან 2 697$-მდეა გაზრდილი.

პანდემიის გამო, შეზღუდული საავტომობილო ნაწილების წარმოებამ მეორადი ავტომობილების ფასიც გაზარდა. გასულ წელთან შედარებით, აშშ-ში მეორადი ავტომობილების ფასები 128%-ით არის გაზრდილი.

გაზიარება: