Aa Aa
29 აპრილი 2021  |  11:47

1940-იანებში გამოშვებული 8-ცილინდრიანი თოვლის მანქანა აუქციონზე გადის

ამ თოვლის მანქანის წარმომავლობამ შესაძლოა გაგაოცოთ. 

თოვლის მანქანები დროთა განმავლობაში საკმაოდ განვითარდა. თანამედროვე მოდელები ორ ან ოთხტაქტიან ძრავებს იყენებს. თუმცა, ყველგანმავალის ძველებური იდეის ბირთვი V8 ძრავა გახლდათ. ეს რესტავრირებული Bombardier B-7 Amelia Island Auction-ზე გავა და მისი საწყისი ფასი 30 000$ იქნება.

B-7-ს ადგილიდან 3.6-ლიტრიანი Ford Flathead-ის V8 აგრეგატი ძრავს, რომელიც 90 ცხენისძალას გამოიმუშავებს. სიმძლავრე უკანა ბორბლებზე 3-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფით ნაწილდება.

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ჯოზეფ-არმანდ ბომბარდერის ორი წლის ვაჟი ზამთარში გარდაიცვალა. სამწუხაროდ, მცირეწლოვანის საავადმყოფომდე მიყვანა მაშნდელი ტრანსპორტის უძლურობის გამო ვერ მოხერხდა. მას შემდეგ ჯოზეფმა თოვლის მანქანის პროექტზე მუშაობა დაიწყო.

პირველი B-7-მა სატესტო გავლა 1935 წელს წარმატებით დაასრულა. მცირეწონის პრინციპი იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ პირიველი Bombardier-ი იქ მიგიყვანდათ, სადაც ფეხით ვერ მიხვიდოდით. თავდაპირველი მოდელები ხისგან იყო დამზადებული. ფოლადი უფრო მძიმე გახლდათ და თოვლში ის გადაადგილებას ართულებდა.

ავტომობილს ნებისმიერ ბუნებრივი პირობებით შექმნილი ბარიერების გალახვა შეეძლო, თუმცა, მოგვიანებით კვებეკის მთავრობამ გზების გაწმენდვა თავად დაიწყო. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ბომბარდერს ცხოვრება რთულ დროს მოუწია, რამაც მას ინოვაციური მანქანის შექმნა გადააწყვეტინა. ვინ იცის, რამდენი სიცოცხლე გადაარჩინეს მისი გამოგონებით.

გაზიარება: