Aa Aa
2 მაისი 2021  |  12:39

მცირედი დაზიანების მქონე 2005 წლის Ford GT Copart-ის აუქციონზე გამოჩნდა

არიან მსურველები?

პირველი თაობის Ford GT-ი ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილია, რაც ლურჯი ოვალის ემბლემით გამოსულა. ამ ავტომობილმა თავდაპირველი GT40-ის სული გააცოცხლა და მისი ისტორიის თანამედროვე ინტერპრეტაცია ვიხილეთ. დღეს Ford GT-ს შეძენა საკმაოდ რთული საქმე გახლავთ, რადგან ეს უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული. დაბალგარბენიანი მოდელის ფასები 300 000$-დან იწყება.

სწორედ ამიტომ, Copart-ის ერთ-ერთმა განცხადებამ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. როგორც ჩანს, ეს 2005 წლის Ford GT-ი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება. თუმცა, მას ერთი პრობლემა აქვს - სურათებში ჩანს, რომ ავტომობილი შესაკეთებელია.

სურათებზე გამოსახული Ford GT-ი რთულად ამოსაცნობია, მაგრამ Copart-ი არამგონია იტყუებოდეს. განცხადების შესახებ გარკვეული ინფორმაციაა ატვირთული. სანამ თავიდან ბოლომდე დაიწვებოდა, ეს GT-ი შავი ფერის გახლდათ. ის 5.4-ლიტრიანი კომპრესორიანი V8 ძრავით იყო აღჭურვილი. ძრავის მდგომარეობა კი სურათებში ჩანს.

კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ავტომობილს გასაღები აქვს. მის დასაქოქად კი სადილეროს შეწუხებაც მოგიწევს. კარგი ამბავიც გვაქვს - ოთხი დისკიდან, ორი დისკი ადგილზეა და ორიგინალია.

დაინტერესდით? განცხადების მიხედვით, ლოტი მალე გათამაშდება.

გაზიარება: