Aa Aa
4 მაისი 2021  |  10:39

30 წლიანი მტვერის მქონე Aston Martin DB6 250 000$-ად გაიყიდა

ეს 1970 წლის ჭუჭყიანი DB6 მაღალი წარმადობის Vantage მოდელია.

როგორც ჩანს, მსოფლიოს საუკეთესო კლასიკური ავტომობილები მხოლოდ ფარდულში არ არის დამალული. მაგალითისთვის 1970 წლის Aston Martin DB6 Vantage-ი ფარეხში სამი ათწლეული იდგა. RM Sotheby-ს ონლაინ აუქციონზე კი 258 000$-ად გაიყიდა.

მიუხედავად შელახული მდგომარეობისა, DB6-ს ორიგინალი ძრავა აქვს შენარჩუნებული. წითელი ექსტერიერისა და შავი ინტერიერის შეხამება კი ერთ-ერთი საუკეთესო კომბინაციაა. არც ძრავის ხუფის ქვეშ განთავსებული აგრეგატია ჩვეულებრივი. ეს DB6 ერთ-ერთია იმ 71 მოდელიდან, რომელიც ქარხანამ Vantage-ის სახელით გამოუშვა. ის 4-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 282-325 ცხენისძალას გამოიმუშავებს.

სურათებზე ნაჩვენები DB6 გვიანდელი MK II გამოშვებაა. ეს 5-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს, უფრო გამძლე ქუროსა და სამსხივიან საჭეს ნიშნავს.

რა თქმა უნდა დაღლილი გამოხედვის მქონე DB6 მიმზიდველი არ არის. თუმცა, ჭუჭყის, მტვერის, ტალახის მოცილებისა და ინტერიერის გასუფთავების შემდგომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ქარხნული DB6 Vantage-ი იქნება მსოფლიოში. ეს გარემოება კი ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ გაიყიდა ასეთი მდგომარეობის ავტომობილი მილიონის მეოთხედ ფასად.

გაზიარება: