Aa Aa
4 მაისი 2021  |  12:43

ნიკოლოზ ბასილაშვილს პრიზად ექსკლუზიური BMW M850i xDrive Gran Coupe გადასცეს

მიუნხენში, BMW OPEN-ის 250-ქულიანი კატეგორიის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი იან-ლენარდ შტრუფს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში ორ სეტში 6:4 7:6 დაამარცხა.

ბასილაშვილმა BMW OPEN 2021-ში გაიმარჯვა და კარიერაში მე-5 ტიტული მოიპოვა. შეგახსენებთ, ქართველ ჩოგბურთელს ჰამბურგის ორი 500-ქულიანი კატეგორიის, ბეიჯინგის და დოჰას ტურნირი აქვს მოგებული. ამ გამარჯვების შემდეგ ნიკოლოზი ATP რეიტინგში 31-ე ადგილზე 1850 ქულით მოგვევლინა.

ეს ტურნირი 1900 წლიდან ტარდება, თუმცა, სპონსორის საპატივცემულოდ, BMW-ს სახელი 1990 წელს მიიღო. ჩვენთვის, როგორც ავტოგამოცემისთვის, საინტერესოა ის პრიზი, რომელიც BMW Open-ში გამარჯვებისთვის ბასილაშვილს გადაეცა. 29 წლის ჩოგბურთელს ექსკლუზიური BMW M850i xDrive Gran Coupe აჩუქეს.

ეს ავტომობილი სპორტულობისა და მდიდრულობის ნამდვილი ბალანსია. თუ, პირდაპირ M8 თქვენთვის ზედმეტად სწრაფია და ცოტა მეტ კომფორტსაც ეძებთ, მაშინ M850i xDrive Gran Coupe საუკეთესო ვარიანტია.

ამ ავტომობილის ტვინ ტურბო 4,4-ლიტრიანი V8 523 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე 3.7 წამში აღწევს. ოთხივეწამყვან ავტომობილს 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს.

სპორტული M850i xDrive დინამიკულ მართვადობას გვთავაზობს. მას აგრესიულ შესახედაობას M აღჭურვილობა აძლევს. მას M Sport-ის უკანა დიფერენციალი, M დაკიდების სისტემა და უკანა ფრთა აქვს.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა BMW Open 2021-ში 21 655 ევრო გამოიმუშავა. ამ ავტომობილის ღირებულება 182 920 ევროა, რაც ნამდვილად დიდი დანამატია.

გაზიარება: