Aa Aa
4 მაისი 2021  |  13:57

რალიში გამარჯვებების საპატივცემულო Porsche Cayenne აუქციონზე იყიდება

ეს ავტომობილი თავგადასავლისთვის მზადაა!

Porsche Cayenne პირველი სუვი არაა, რომელიც უგზოობაზე გვახსენდება. თუმცა, ამ მოდელს უგზოობაში ყოფნის კარგი ისტორიაც აქვს. Porsche-მ პირველი თაობის Cayenne რალიში გამოიყვანა. 2007-2008 წლებში მან Transsyberia Rally მოიგო. ავტომწარმოებელმა „რალის მეფე“ მხოლოდ 26 ეგზემპლარად ააწყო. ახლა კი ამ გამარჯვებების სავატივცემულო ვერსია CarsandBids.com-ზე იყიდება.

2005 წლის მოდელს რამდენიმე შთამბეჭდავი დეტალი დაუმატეს. მას Advanced Off-Road Technology პაკეტი აქვს. ავტომობილს Porsche-ს „დაკიდების აქტიური“ და „ჩაჭიდების მართვის“ სისტემები აქვს. სხვა ცვლილებები კი ფოტოებზეც მარტივი შესამჩნევია.  

4.5-ლიტრიანი V8 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ვერცხლისფერ ექსტერიერის ნარინჯისფერი აქცენტები დაუმატეს. დიკები 18-იანია. უკან დამატებითი საბურავის სამაგრია. სახურავზე LED მაშუქების კომპლექტია. სალონშიც ნარინჯისფერი აქცენტებია. მთავარი განახლება 9-ინჩიანი Xtrons-ის საინფორმაციო-გასართობი სისტემაა. სავარძლები ტყავისაა. Cayenne-ს გათბობადი სავარძლები და საჭე აქვს.

სუვი საუკეთესო მდგომარეობაში არაა. ბოლოს და ბოლოს ის 16 წლისაა! თუმცა, ნაკაწრები ექსტერიერსა და სალონში მინიმალურია.

ამჟამად მისი ფასი $16,000-ია, თუმცა, აუქციონის დასრულებამდე კიდევ გაიზრდება.

გაზიარება: