Aa Aa
5 მაისი 2021  |  10:35

Georgian Digital Championship 2021-ის მეოთხე ეტაპი

სიმულირებული რბოლები ოლიმპიური სპორტის სახეობა გახდა. 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე Olympic Virtual Series (OVS) - ის ოთხი სახეობიდან ერთ-ერთი ვირტუალური რბოლა იქნება.

საქართველოში კომპანია სიმულექს რეისინგი კი უკვე ორი წელია აქტიურად მუშაობს ვირტუალური რბოლების პოპულარიზებასა და განვითარებაზე.

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით, ბოლო ორი წელია Georgian Digital Championship 2020 და 2021 ტარდება.

5 მაისს, ჩემპიონატის ფარგლებში უკვე მეოთხე ეტაპი გაიმართება, რომელშიც პირდაპირ ეთერში 25 -მდე ქართველი სიმ რეისერი მიიღებს მონაწილეობას.

მეოთხე ეტაპს Hockenheimring-ის ვირტუალური ავტოდრომი გერმანიაში უმასპინძლებს, რომელზეც ორი სავარჯიშო, ერთი საკვალიფიკაციო და ორი სარბოლო გარბენი ჩატარდება.

პირდაპირ ეთერში საყურებლად ეწვიეთ "სიმულექს რეისინგის" და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის გვერდებს.

გაზიარება: