Aa Aa
5 მაისი 2021  |  11:49

2022 წლის Honda Civic Type R ისევ სამი სატერფულით იქნება

იაპონური ცხელი ჰეჩბექი ისევ სამი სატერფულით იქნება.

ახალი თაობის 2022 წლის Honda Civic Type R მექანიკურ გადაცემათა კოლოფს კვლავ შემოგვთავაზებს. ეს ჭორებს, რომ ის ფლაგ ინ ჰიბრიდი იქნება, ეჭვის ქვეშ აყენებს.

თავდაპირველად ამბობდნენ, რომ 2022 წლის Civic სედანი მხოლოდ ავტომატური CVT იქნებოდა. თუმცა, ახლა ცნობილი ხდება, რომ მექანიკური გადაცემათა კოლოფი სედანშიც და ჰეჩბექშიც შეგვხვდება.  

მექანიკური გადაცემათა კოლოფი ფლაგ ინ ჰიბრიდულ აგრეგატს ეჭვის ქვეშ აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორის შეთავსება ფიზიკურად შესაძლებელია, ავტომწარმოებლები ამ გზას იშვიათად მიმართავენ. თუმცა, Honda ჰიბრიდულ, მექანიკურ გადაცემათა კოლოფიან CR-Z -ს 2010-2015 წლებში უშვებდა.

Autocar-ის მტკიცებით, 2022 წლისთვის ჰეჩბექში ბევრი ცვლილება არ იქნება. ფოკუსი კი ეკონომიურობასა და დროსელის უფრო სწრაფ რეაგირებაზე იქნება გაკეთებული. ცხენის ძალებისა და მაბრუნი მომენტის ნამატი კი მინიმალური უნდა იყოს.

ახალი Honda Civic Type R-ს დებიუტი ერთი ვერსიით 2022 წლის მარტში უნდა შედგეს, მეორე ვერსიით კი დეკემბერში. წარმოებამ კი ინდიანაში უნდა გადაინაცვლოს, რადგან დიდი ბრიტანეთში სუინდონის ქარხანა დაიხურა.

გაზიარება: