Aa Aa
13 მაისი 2021  |  10:00

10 ყველა დროის ყველაზე სახალისო საავტომობილო რეკლამა

სარეკლამო ინდუსტრიაში იუმორი პროდუქტის გაყიდვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა. გასაკვირი არაა, რომ ავტომწარმოებლებიც მყიდველის გულის მოგებას ამ გზით ცდილობენ.

მშრალი, მონაცემებზე დაყრდნობილი პრეზენტაციის ნაცვლად, ისინი უპირატესობას ანიჭებენ რეკლამებს, რომლებიც ადამიანების გაღიმებას შეძლებს. აქ თქვენ ნახავთ 10 ყველა დროის ყველაზე სახალისო რეკლამას.

Hyundai- ბიგფუტის რეკლამა

„ჰიუნდაი მოტორ კანადამ“ ეს რეკლამა სუპერთასისთვის გამოუშვა. გადაწყვიტეს, რომ, რეალურის ნაცვლად, რეკლამისთვის მისტიკური მხეცი გამოეყენებინათ. რეკლამაში Hyundai Genesis Coupe-ში წყვილი ზის. მათ გზაზე ყველაზე მოულოდნელი „დაბრკოლება“ ხვდებათ. მთავარი აზრი კი ისაა, რომ ამ მანქანის დანახვა ნებისმიერს გააოცებს.

Toyota Yaris

„ტოიოტა“ თავისი იუმორით სავსე რეკლამებით ნამდვილად გამოირჩევა, ამ კონკრეტული რეკლამის მთავარი მიზანია, დაგვანახოს, რომ „იარისი“ ის მანქანაა, რომელიც ადამიანზე მეტად შეგიყვარდებათ და გაუფრთხილდებით.  ამის გამოხატვა „ტოიოტამ“ შავი იუმორით სცადა.

Volkswagen Jetta - ქორწილის რეკლამა

ამ რეკლამით „ფოლკსვაგენს“ უნდოდა ეჩვენებინა, რომ ეს მანქანა პატრონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუნდაც მისი ქორწილის დღეს. ეს ყველაფერი რეკლამის მთავარ დევიზშიც აისახა: „ეს არის გერმანული ინჟინერიის ძალა“.

Mercedes-Benz E-Class – „ბოდიში“

„მერსედესი“ გარდა იმისა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია, არა ერთ საინტერესო და სასაცილო რეკლამას გვთავაზობს. მათ შორის არც Mercedes-Benz E-Class W212-ის რეკლამაა გამონაკლისი. ეს რეკლამა ავტომობილის ავტომატური დამუხრუჭების სისტემის სიძლიერეზეა. ეს არის სისტემა, რომელიც სიკვდილს ამარცხებს.

Peugeot 206 - ინდოეთი

ეს რეკლამა მილანში 2002 წელს შეიქმნა. მისი მთავარი შეტყობინებაა, რომ „პეჟოს“ ავტომობილი ახალგაზრდა ინდოელი კაცისთვის შთაგონება და საშუალებაა იმისთვის, რომ ინდოელი საზოგადოების უფრო მაღალ კლასში გადაინაცვლოს. მოხიბლოს ამ ავტომობილით მეგობრები და ქალები.

Toyota NZ Hilux -  დამტკიცებულია ახალ ზელანდიურად

ალბათ თქვენც შენიშნავდით, რომ Toyota-ში იუმორის გრძნობას არ უჩივიან. ამ რეკლამის მთავარი აზრი კი იმაშია, რომ Toyota NZ Hilux-ს შეუძლია, ნებისმიერ პირობებს გაუძლოს. ამის გადმოცემა „ტოიოტამ“ საკმაოდ სასაცილო გზით მოახერხა, თუ როგორ, ამას უკვე ვიდეოში ნახავთ.

Fiat 500 S - ცუდი ბიჭების ავტომობილი

„ფიატი“ შემოქმედებითი რეკლამებით ნამდვილად გამოირჩევა. 2016 წელს იტალიურმა ავტომწარმოებელმა გამოუშვა თავისი 500S-ის რეკლამა, რომელიც ბევრ ადამიანს დღემდე აცინებს. ეს ის ავტომობილია, რომელიც გაბრაზებული შეყვარებულის შემოტევასაც კი გაუძლებს. 500S „ცუდი ბიჭების ავტომობილია“.

Škoda Fabia II vRS- გაკეთებულია უფრო ბოროტი ნედლეულისგან

„შკოდა ფაბიას“ პირველ რეკლამაში გუნდი ნამცხვრისგან აცხობს ავტომობილს. რეკლამის ბოლოს ეწერება: „The new Fabia. Full of lovely stuff”.  2010 წელს გამოდის ახალი რეკლამა "Made of Meaner Stuff".  შემქმნელებს უნდოდათ ხაზი გაესვათ იმაზე, რომ გარდა იმისა, რომ „შკოდას“ შეუძლია იყოს ლამაზი და ნაზი, მას ასევე შეუძლია იყოს აგრესიული და მძლავრიც.

Jaguar - იაგუარი ქათმის წინააღმდეგ

2013 წელს „მერსედესმა“ რეკლამა გამოუშვა, სადაც მთავარ როლში ქათამი იყო. რეკლამის აზრი ის იყო, რომ „მერსედესის“ ავტომობილები ისეთივე ჯადოსნურ კონტროლს გვთავაზობს, როგორიც ქათმის სხეულს შეუძლია. ამაზე საპასუხოდ „იაგუარმა“ ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო რეკლამა შექმნა.

Chevy - Chevy Runs Deep კამპანია

რეკლამის მთავარი შეტყობინება ისაა, რომ ეს ავტომობილი საუკეთესო საჩუქარია და ადამიანებისთვის უდიდესი ბედნიერების მოტანა შეუძლია. Chevy Runs Deep კამპანია არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა და დიდი კრიტიკაც დაიმსახურა. კრიტიკოსების აზრით, ეს კამპანია ხაზს უსვამდა ბრენდს და არა თვითონ პროდუქტს. მიუხედავად ამისა, ამ რეკლამამ ბევრი ადამიანის გაცინება შეძლო.

გაზიარება: