Aa Aa
6 მაისი 2021  |  11:25

გროჟანი, ავარიის შემდეგ პირველად, ჰამილტონის F1 Mercedes-ს გატესტავს

„არ გვინდოდა, რომ მისი ავარია F1-ის ავტომობილში მრბოლელის ბოლო სამახსოვრო მომენტი ყოფილიყო“.

რომან გროჟანი ბაჰრეინის ცნობილი ცეცხლოვანი ავარიის შემდეგ პირველად Formula 1-ის ავტომობილს გაატარებს. მრბოლელი ლუის ჰამილტონის 2019 წლის საჩემპიონო Mercedes-ს Le Castellet-ზე ივნისში გატესტავს.

Mercedes-ის თქმით, 35 წლის გროჟანი სადემონსტრაციო წრეს 27 ივნისს, French Grand Prix-ზე შეასრულებს, შემდეგ კი 29 ივნისს სამხრეთის წრეს გამოსცდის. ეს ყველაფერი ავარიიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ მოხდება.

„ერთი სული მაქვს როდის დავუბრუნდები F1-ის ავტომობილს“- თქვა გროჟანმა. -„მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებული Mercedes-ის მართვა უნიკალური გამოცდილება იქნება.“

„ის, რომ Mercedes-ის მართვის შანსი მომეცემოდა პირველად ბაჰრეინში გავიგე. მაშინ საავადმყოფოს საწოლზე ვიწექი და ტოტოს მედიასთან შეხვედრას ვუსმენდი. ამ ახალი ამბის გაგებამ ძალზედ გამამხიარულა“.

გროჟანის Haas-ის ავტომობილი, მეტალის ბარიერთან შეჯახების შემდეგ, შუაზე გაიხსნა და ცეცხლის ალში გაეხვა. ფრანგმა მრბოლელმა სასწაულებრივად თავის დაღწევა შეძლო. მას ავარიის შემდეგ მხოლოდ მცირედი დამწვრობები აღენიშნებოდა კიდურებზე. დარჩენილი ორი რბოლა კი გამოტოვა.

გროჟანი, რომელსაც F1-ის 179 რბოლა აქვს დაწყებული და პოდიუმზე 10-ჯერ ავიდა, მარტში დროს Mercedes-ის Brackley-ს ქარხანაში სიმულატორზე ატარებდა.

ვოლფი და Mercedes-ი მოხარულები არიან, რომ მრბოლელს ასეთ შანსს აძლევენ. –„არ გვინდოდა, რომ ავარია F1-ის ავტომობილში მისი ბოლო სამახსოვრო მომენტი ყოფილიყო“. - თქვა ავსტრიელმა.

„რომანს Formula 3-ის საჩემპიონო დღეებიდან ვიცნობ. მას F1-ში წარმატებული სარბოლო კარიერა ჰქონდა. სწორედ ამიტომ გვსურდა, რომ მასთან დაკავშირებული ბოლო სამახსოვრო მომენტი საჩემპიონო ავტომობილის მართვა ყოფილიყო.“

გაზიარება: