Aa Aa
6 მაისი 2021  |  11:57

საქართველოს 2021 წლის ვირტუალურ წრიული რბოლის ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი დასრულდა

საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი ვირტუალურ წრიულ რბოლაში გრძელდება. 5 მაისს შეჯიბრებების მეოთხე ეტაპი ჩატარდა. რბოლებს გერმანიის, ჰოკენჰაიმის, ვირტუალური ავტოდრომი მასპინძლობდა. საერთო ჯამში 25 - მდე გამოცდილმა "სიმ რეისერმა" ერთი საკვალიფიკაციო და ორი სარბოლო გარბენი შეასრულა. "სიმ რეისერები" თითო რბოლაზე 13 წრეს ასრულებდნენ.

საბოლოოდ წინასწარი შედეგებით სანდრო თავართქილაძემ ორივე რბოლაში დამაჯერებლად გაიმარჯვა და ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნა.

პირველი რბოლის წინასწარი შედეგები:
1 ადგილი - სანდრო თავართქილაძე
2 ადგილი - დათუნა არჯევანიძე
3 ადგილი - სანდრო ჭანტურია

მეორე რბოლის წინასწარი შედეგები:
1 ადგილი - სანდრო თავართქილაძე
2 ადგილი - ნიკა კობოსნიძე
3 ადგილი - გიორგი დათუაშვილი

რბოლებს პირდაპირ ეთერში ჩემპიონატის დამფუძნებელი ბექა ჯიქია და ლევან მიმინოშვილი კომენტირებდნენ. ასევე, რბოლის დასრულების შემდეგ სპეციალურად მაყურებლისთვის პოდიუმის წევრი სიმ რეისერები ერთვებოდნენ მცირე ინტერივუს სახით. სხვადასხვა ცნობილ სიმულირებულ ავტოდრომებზე კიდევ 2 ეტაპი ჩატარდება, რომლებსაც, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით, კომპანია "სიმულექს რეისინგი" გაუწევს ორგანიზებას.

სიმულირებული რბოლები ოლიმპიური სპორტის სახეობა გახდა. 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე Olympic Virtual Series (OVS) - ის ოთხი სახეობიდან ერთ-ერთი ვირტუალური რბოლა იქნება.საქართველოში კომპანია სიმულექს რეისინგი კი სსსფ-ს გუნდთან ერთად უკვე ორი წელია აქტიურად მუშაობს ვირტუალური რბოლების პოპულარიზებასა და განვითარებაზე.

გაზიარება: