Aa Aa
19 მაისი 2021  |  10:36

ტოპ 10 კლასიკური იაპონური ავტომობილი

იმ შემთხვევაში თუ საავტომობილო ისტორიას მიმოვიხილავთ, იაპონურ ავტოინდუსტრიაზე და ამ ისტორიის ჩამოყალიბების გავლენაზე საუბარს ერთ პარაგრაფში ვერ ჩავტევდით. იაპონური საავტომობილო ისტორიის სათანადოდ დაფარვისთვის რამდენიმე ნაწილის მქონე სტატიაა დასაწერი. გლობალური დომინირება მოკრძალებული დასაწყისით, იაპონურმა ავტომობილებმა ავტოსამყაროს ბევრი რამ შესძინა. ინდუსტრიაზე გავლენა უამრავმა იაპონურმა მოდელმა იქონია, თუმცა ქვემოთ ჩამოთვლილ სიაში ჩვენ ნამდვილ კლასიკურ იაპონელებზე მოგიყვებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ ამ მოდელებს „კლასიკურის“ სტატუსი სრულად დამსახურებული აქვთ.

10. Toyota Celica


მიუხედავად Toyota Supra-ს მიმართ არსებული სიყვარულისა, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ის ერთადერთი მოდელი არ იყო, რომელმაც Toyota-ს გლობალურ საავტომობილო სცენაზე დიდი როლი მიანიჭა. მათთვის, ვისთვისაც ძვირიანი 2000 GT (რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ) ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო Toyota-მ შედარებით იაფიანი კუპე შექმნა. მოდელი, სახელად Celica, სპორტული ხასიათის უნდა ყოფილიყო.

Celica-ს პირველი თაობა 1970-იან წლებში გამოჩნდა. ავტომობილმა პოპულარობა მაშინვე მოიპოვა. 36 წლის განმავლობაში ჩვენ ამ ხაზის შვიდი თაობა ვიხილეთ. 2006 წელს კი მწარმოებელმა ეს სახელი თაროზე შემოდო. Toyota-მ ამ ავტომობილით დაამტკიცა, რომ მას ბიუჯეტური სპორტული ავტომობილის შექმნა და მფლობელებზე ღიმილის მოგვრა შეეძლო. საავტომობილო სამყაროში მოდელი ისეთი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რომ ამ ხაზის უკან დაბრუნებაზე ჭორები თითქმის არასდროს წყდება.

სპეციფიკაციები:
ძრავა - 1.6-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავა;
ცხენისძალა - 114;
მაბრუნი მომენტი - 142 ნიუტონ მეტრი;
0-დან 100-მდე აჩქარება - 11.5 წამი;
მაქსიმალური სიჩქარე - 173 კმ/სთ.

9. Mazda Luce 1800


Mazda 1800 Luce-ი მძლავრი მანქანა არ იყო და რა თქმა უნდა სწრაფიც არასდროს ყოფილა. ყველაზე მაღალი კომპლექტაცია 1.8-ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 100 ცხენის ძალას ძლივს გამოიმუშავებდა. ამ ავტომობილით ბევრ რბოლას ვერ მოიგებდით. მაშინ რატომ არის ის ამ სიაში?

Luce 1800 სიაში მისი სილამაზისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იაპონურ ავტოინდუსტრიაში შეტანილი წვლილის გამოა. Luce-ი, Mazda-სთვის 1970-იან წლებში, აშშ-ს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახლდათ. ეს კი კომპანიას ფინანსურად მნიშვნელოვნად წაადგა. როგორც Honda-სთვის Civic-ი, ისე Mazda-ს Luce-ი საზღვარგარეთის მარკეტზე თავის დამკვიდრებაში დაეხმარა. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ Luce-ი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ავტომობილია, რაც იაპონელებს ოდესმე გამოუშვიათ.

სპეციფიკაციები:
ძრავა - 1.8-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავა;
ცხენისძალა - 100;
მაბრუნი მომენტი - 180 ნიუტონ მეტრი;
0-დან 100-მდე აჩქარება - 12 წამი;
მაქსიმალური სიჩქარე - 165 კმ/სთ.

8. Isuzu 117 Coupe


Isuzu-ს სააავტომობილო საქმიანობის შესახებ ბერს არ ახსოვს, მაგრამ 60-იან წლებში Isuzu ისეთივე კარდ მოდელებს უშვებდა, როგორიც მაგალითად 117 Coupe-ა. იმ პერიოდისთვის იაპონური მწარმოებლისგან ელეგანტური ორკარიანი მოდელის წარმოებას არავინ ელოდა. თუმცა, Isuzu-მ 117 Coupe მაინც გამოაგორა.

ამ ავტომობილის უკან ჯორჯიტო ჯუჯარიოს მაგია დგას, რომელმაც მის ესთეტიკურობაზე იზრუნა. ავტომწარმოებელმა კი ამ მანქანით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. წარმოება 1981 წლამდე გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ მოდელი დიდი სიმძლავრით არ გამოირჩეოდა ის იმ პერიოდისთვის ყველაზე ელეგანტურ ავტომობილად ითვლებოდა. დღეს გამართული 117 Coupe-ს პოვნა თითქმის შეუძლებელია.

სპეციფიკაციები:
ძრავა - 1.6-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა
ცხენისძალა - 118;
მაბრუნი მომენტი - 142 ნიუტონ მეტრი;
0-დან 100-მდე აჩქარება - 10.2 წამი;
მაქსიმალური სიჩქარე - 193 კმ/სთ.


7. Nissan Skyline 2000 GTR Hakosuka


როდესაც იაპონურ სპორტულ ავტომობილებზე ვსაუბრობთ, Nissan Skyline GT-R-ის დაჩრდილვა არცერთ სხვა სახელს შეუძლია.

GT-R-ს ყველა იმ ავტომობილით იცნობს, რომელსაც მწარმოებელი დღეს აწარმოებს. თუმცა, ამ საავტომობილო ხაზის ფესვები იმ მოდელიდან მოდის, რომელსაც უამრავი ავტომოყვარული “Hakosuka-ს“ ეძახის, რაც „ყუთს“ ნიშნავს.

ყუთისებრი პროფილი 2-ლიტრიან 6-ცილინდრიან ძრავას მალავს, რომელსაც 160 ცხენის ძალა აქვს. 1960-იან წლებში ეს საკმაოდ მიმზიდველი რაოდენობა გახლდათ. Nissan Skyline GT-R-ი იაპონური ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელია. კონკრეტულად Hakosuka-ს მაღალ საკოლექციო ღირებულას კი ის ფაქტი განაპირობებს, რომ მისი იმპორტი აშშ-ში არასდროს განხორციელებულა. შესაბამისად ავტომობილი უფრო იშვიათი და ძვირადღირებულია. დაიმახსოვრეთ, როდესაც Godzilla-ს ზედმესახელით ცნობილ ავტომობილზე ვსაუბრობთ, პატივისცემა Hakosuka-საც ეკუთვნის.

სპეციფიკაციები:
ძრავა - 2-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა;
ცხენისძალა - 160;
მაბრუნი მომენტი - 174 ნიუტონ მეტრი;
0-დან 100-მდე აჩქარება - 8.1 წამი;
მაქსიმალური სიჩქარე - 194 კმ/სთ.

6. Toyota 2000GT


Honda-ს მსგავსად, Toyota ისეთი ძლიერი ბრენდი არ იყო როგორიც ახლაა. იყო პერიოდი, როდესაც იაპონური ავტოგიგანტი აშშ-ში ავტომობილების გაყიდვაზე ოცნებობდა, თუნდაც ეს მცირე რაოდენობა ყოფილიყო. ერთ-ერთი მოდელი - 2000 GT - მცირე ზომის სპორტული კუპე იყო, რომელსაც დაუფასებელი, სპორტული 6-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა.

2000 GT-ი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილია, რაც Toyota-ს ოდესმე შეუქმნია.

ამ ავტომობილის უცხოურ ბაზარზე გამოჩენით Toyota-მ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. მოდელი არამარტო საოცრად სექსუალურად გამოიყურებოდა, არამედ ზემოთხსენებული 6-ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი. 150-ცხენისძალიან მანქანას სარბოლო ავტომობილის მსგავსი მანევრულობა ჰქონდა. Toyota-ს აშშ-ში 2000 GT-ს ბევრი ეგზემპლარი არ აქვს გაყიდული. თუმცა, ამ ავტომობილმა სხვა უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ვიდრე მწარმოებლის ხაზინაში ფულის შეტანაა. ამ მოდელმა Toyota იმ რეგიონს გააცნო, რომელიც მოგვიანებით ავტომწარმოებლის ყველაზე დიდ მარკეტად იქცა. ამას გავლენა ეწოდება, მეგობრებო.

სპეციფიკაციები:
ძრავა - 2-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა;
ცხენისძალა - 148;
მაბრუნი მომენტი - 174 ნიუტონ მეტრი;
0-დან 100-მდე აჩქარება - 10 წამი;
მაქსიმალური სიჩქარე - 205 კმ/სთ.

5. Datsun 240Z


რა უნდა ითქვას Dutsun 240Z-ზე ისეთი, რაც აქამდე არ თქმულა?

240Z-ი პირველი იაპონური ავტომობილი იყო, რომელმაც აშშ-ში კომერციული წარმატება ჰპოვა.

ეს ავტომობილი 1970 წელს გამოჩნდა. ამ პერიოდისთვის აშშ-ში ადგილობრივი სპორტული მანქანებისთვის უსაფრთხოების რეგულაციები მკვიდრდებოდა. ამ მიზეზით, მომხმარებელმა ალტერნატივების ძიება დაიწყო. ამ პერიოდში კი 240Z-ი გამოჩნდა, რომელსაც 2-ლიტრიანი ერთრიგა 6-ცილინდრიანი 130-ცხენისძალიანი ძრავა ჰქონდა. 240Z-ი ელეგანტური დიზაინითაც გამოირჩეობდა და ხალხს ეგზოტიკურ ევროპულ ავტომობილს მოაგონებდა. ეს თითქოს Porsche-ს მაშუქების, Jaguar-ის კორპუსისა და Aston Martin-ის პროფილის გაერთიანება იყო. ამ მიზეზის გამო ამერიკელები 240Z-ისადმი განსაკუთრებულად განეწყვნენ. დღეს კი ეს ავტომობილი კოლექციონების ნამდვილი მარგალიტია.

სპეციფიკაციები:
ძრავა - 2.4-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა;
ცხენისძალა - 151;
მაბრუნი მომენტი - 194 ნიუტონ მეტრი;
0-დან 100-მდე აჩქარება - 8 წამი;
მაქსიმალური სიჩქარე - 202 კმ/სთ.

4. Honda Civic


Honda Civic-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია. თუმცა, 1972 წელს, პირველი მოდელის გამოსვლისას, საერთოდ სხვა რეალობა იყო.

იმ პერიოდისთვის Honda-ს ეკონომიური, გამძლე და იაფი მანქანის შექმნა სურდა. ეს მოტოინდუსტრიის სეგმენტში მიღწეული წარმატების შემდეგ, საავტომობილო შემადგენლობის გაფართოებას ემსახურებოდა. სწორედ ამ დროს ჰორიზონტზე Civic-ი გამოჩნდა.

ეს სწრაფი ავტომობილი არ გახლდათ და არც მართვადობით გამოირჩეოდა. თუმცა, მოდელი ზუსტად იმ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, რაც ავტომწარმოებელს სურდა. უბრალო დამთხევა არ გეგონოთ, რომ Civic-ი Honda-ს პირველი კომერციულად წარმატებული ავტომობილია. მას შემდეგ, ის ავტოინდუსტრიაში ყველაზე ცნობად მოდელად იქცა. Civic-ი იაფფასიანი ქვეკომპაქტური მანქანის სტატუსიდან, გამართლებულ და გამომდგარ კომპაქტურ მოდელად მოგვევლინა, რომელშიც ახლა Honda-ს უამრავი ახალი ტექნოლოგიაა თავმოყრილი.

სპეციფიკაციები:
ძრავა - 1.2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა;
ცხენისძალა - 74;
მაბრუნი მომენტი - 100 ნიუტონ მეტრი;
0-დან 100-მდე აჩქარება - 13 წამი;
მაქსიმალური სიჩქარე - 128 კმ/სთ.

3. Mazda Cosmo


როდესაც ავტომოყვარულებთან სიტყვა Cosmo-ს ახსენებთ, ბევრ მათგანს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იაპონური ავტომობილი გაახსნედება.

Mazda Cosmo ცნობილი მისი წარმოების ხანრგძლივობითა და სპორტული შესაძლებლობებითაა. ის 1967 წლიდან 1996 წლამდე იწარმოებოდა და ამ პერიოდის განმავლობაში Mazda-სთვის გვირგვინოსანი ავტომობილი გახლდათ.

მიუხედავად ყველაფრისა Cosmo-ს დიდებას მისი აგრეგატი წარმოადგენს. ის ერთ-ერთი პირველი საწარმოო ავტომობილი იყო, რომელსაც Wankel-ის ორ-როტორიანი როტორული ძრავა ჰქონდა. ერთ-პისტონიანი ძრავა ინდუსტრიას შტორმივით მოევლინა. როტორული ძრავა არამარტო მსუბუქი და მცირე ზომის, არამედ უფრო მძლავრი იყო და მაღალ ბრუნებზე მუშაობდა. Mazda-ს Wankel-ის ძრავების ისტორია Cosmo-სთან მუდმივად დაკავშირებული იქნება. ეს ავტომობილი არამხოლოდ იმ პერიოდისთვის, არამედ სრულიად საავტომობილო სამყაროსთვის ერთ-ერთ გამორჩეული მოდელია.

სპეციფიკაციები:
ძრავა - ორ-როტორიანი Wankel-ის როტორული ძრავა;
ცხენისძალა - 110;
მაბრუნი მომენტი - 130 ნიუტონ მეტრი;
0-დან 100-მდე აჩქარება - 8.2 წამი;
მაქსიმალური სიჩქარე - 185 კმ/სთ.

2. Toyota Land Cruiser J40


ამ სიაში ყველა ავტომობილი სპორტული ხასიათის ვერ იქნება.

Toyota Land Cruiser J40 ჩარჩოიანი ძარის მქონე SUV-ების კატეგორიას განეკუთვნებოდა, რომელიც თანამედროვე SUV-ების ყველანაირ კომფორტს იყო მოკლებული. ის ყველა მიზნისა და დანიშნულებისთვის გამოუშვეს. ამ საოცრად უნივერსალურ მოკლე ყველგანმავალს, უბადლო შესაძლებლობები ჰქოდა.

J40 მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული SUV-ია, რაც Toyota-ს 1960-2001 წლებში აქვს შექმნილი. Land Cruiser J40-მა არამარტო დროს გაუძლო, არამედ ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული SUV-ია მსოფლიოში.

სპეციფიკაციები:
ძრავა - 3.9-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა;
ცხენისძალა - 125;
მაბრუნი მომენტი - 256 ნიუტონ მეტრი;
მაქსიმალური სიჩქარე - 158 კმ/სთ.

1. Toyota Corolla GT AE86


Toyota Corolla GT AE86 დამოუკიდებელ პარაგრაფს იმსახურებს. ისტორიაში ყველაზე ცნობილი Corolla, AE86, არამარტო დიდებული ავტომობილი, არამედ საოცარი დრიფტის ავტომობილიც გამოდგა. მისი სიძლიერე რბოლაშიც დამტკიცდა. ამ ავტომობილმა 1988 წლის European Touring Car Championship-ი მოიგო.

Corolla GT AE86-ის მიღწევები შორს წაგვიყვანს. ეს ყველაფერი მისი სხარტი მანევრულობის, მგრძნობიარე საჭისა და 1.6-ლიტრიანი ორმაგი აირგამანაწილებელი ლილვის მქონე ძრავის დამსახურებაა. შედეგად, ავტომრბოლელებისთვის და დრიფტერებისთვის AE86 ყოველთვის პირველ არჩევანს წარმოადგენდა.

მიუხედავად AE86-ის დამსახურებებისა, შეიძლება ვიდაოთ იმაზე, რომ დიდი პოპულარობა ამ ავტომობილმა Initial D-ის ვარსკვლავური როლის შემდეგ მოიპოვა. ეს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი კომიქსის სერიები გახლავთ.

Toyota AE86 კოლექციონერებისთვის დღემდე სასურველი ავტომობილია. დღეს კარგ მდგომარეობაში მყოფი AE86-ის პოვნა ძალზედ რთულია. თუ იპოვით, მოემზადეთ, რომ მის სანაცვლოდ მინიმუმ 30 000$-ის გადახდა მოგიწევთ.

გაზიარება: