Aa Aa
26 მაისი 2021  |  13:04

Mercedes-ის 12 მდიდრული სალონი 60 წლის განმავლობაში

1961-დან 2021 წლამდე - W112-დან EQS-მდე - დიდი Merc-ის ინტერიერები თამაშის წესებს ცვლიდნენ.

1. Mercedes-Benz 300SE (W112, 1961-1965)


რა შეიძლება ითქვას W112-ის 300SE-ს ინტერიერზე? ნამდვილი ხე, ტყავი და მეტალი, სვეტისებრი გადასართავი (რომელიც მერსედესმა რამდენიმე ათწლეულის შემდეგ დააბრუნა). სალონის თითოეული დეტალი აქ ხარისხიანი და უმაღლესი კლასისაა.

2. Mercedes-Benz 600 (W100, 1963-1981)


დიდი Benz-ი Merc-ის უმაღლესი დონის შემადგენლობას თითქმის ორი ათწლეული გაუძღვოდა. თუ S-Class-ი უბრალოდ მდიდრული იყო, 600 საოცრად აღჭურვილი გახლდათ. თანამედროვე Maybach-იც კი ვერ მოვა ამ ავტომობილთან.

3. Mercedes-Benz 250SE (W108, 1965-1972)


W112-ის მემკვიდრედ W108 მოგვევლინა. სალონში მცირე დეტალები იყო განსხვავებული. ერთადერთი, რაც სრულად შეიცვალა, ეს უფრო მოხერხებული მაჩვენებლთა დაფა იყო.

4. Mercedes Benz 350SE (W116, 1972-1980)


პირველი ნამდვილი S-Class-ი (Sonderklasse, ან „სპეციალური კლასი“) ბევრად უკეთესი იყო მოდელზე, რომელიც ჩაანაცვლა. ამ მანქანის სალონში სრულად ახალი კაბინის არქიტექტურაა. W116-მა შემოიტანა ნიმუში, რომელმაც ათწლეულებს გაუძლო. ყველაზე გამორჩეული ვერსია კი 6.9-ლიტრიანი V8 გახლდათ.

5. Mercedes-Benz 500 SEL-ი (W126, 1979-1992)


ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო „დიდი მერსედესი“, რომელიც 12 წლის განმავლობაში გამოდიოდა. ამ მანქანის სალონში ჩვენ პირველად ვიხილეთ სრულად ავტომატური კლიმატკონტროლი და ულამაზესი მაჩვენებელთა დაფა. შესრულების ხარისხი სურათიდანაც ჩანს!

6. Mercedes-Benz 600 SEL (W140, 1991-1998)


დააკვირდით ღილაკებს! W140 პირველი S-Class-ი იყო, რომელმაც V12 ძრავა მიიღო. ის ასევე ორმაგი შუშებით იყო წარმოდეგნილი, რომელიც ხმის იზოლაციისთვის დიდ საქმეს ასრულებდა. ამ თაობის S-Class-ი უამრავი ავტომოყვარულისთვის პირველ ადგილზე დგას.

7. Mercedes-Benz S500 (W220, 1998-2005)



კიდევ ერთი მასიური ტექნოლოგიური წინსვლა. W220 დიდი სიყვარულით არავის დაამახსოვრდება, თუმცა, მისი გამოსვლისას Merc-მა უამრავი ტექნოლოგია დაამკვიდრა. ეს ტექნოლოგიები კი დღეს ჩვენამდე განვითარებული სახით არის მოსული. მაგალითისთვის, W220 პირველი „მერსედესი“ იყო, რომელსაც ხმოვან ბრძანებაზე მომუშავე მულტიმედია სისტემა, Active Body Control-ი და Distonic რადარის მქონე კრუიზ კონტროლი ჰქონდა. სალონის ყველაზე გამორჩეული დეტალი - ძრავის დაქოქვის ღილაკი სიჩქარის გადამრთველის ბერკეტზე იყო დამონტაჟებული.

8. Maybach 57/62 (2000-2012)


W220 თაობის S-Class-ის გამოსლიდან მალევე, Merc-მა Maybach-ის გაცოცხლება 57-სა და 62-ის სახით გადაწყვიტა. მათ დიდი ხნის განმავლობაში გაძლეს. ეს ავტომობილები საკმაოდ ძვირი და კომფორტული იყო, მაგრამ არასდროს გაყიდულა ისე, როგორც ამას Mec-ი მოელოდა. სწორედ ამიტომ Maybach 57/62 წარუმეტებელ მოდელებად ითვლება. 

9. Mercedes-Benz S500 (W221, 2005-2013)


W221 პირველი S-Class-ი იყო, რომელის სალონში ეკრანები დომინირებდა. დიზაინერული კუთხით ეს საკმაოდ დიდი ნაბიჯი გახდათ. იმ პერიოდისთვის კომფორტულობის მსგავსი ხარისხი და კოკპიტის მოწყობის სტილი Mercedes-Benz-ის შემადგენლობის არც ერთ მოდელს არ ჰქონია.

10. Mercedes-AMG S63 (W222, 2013-2020)


W221-ის ნიმუშის მქონე W222-ის სალონი საგრძნობლად დახვეწილი და გაუმჯობესებული ორი დიდი მონიტორით მოგვევლინა. მწარმოებელმა თითქმის ყველა ფუნქცია მულტიმედიის სისტემაში მოაქცია და ამით ინტერიერი გაამარტივა. W222-ის კოკპიტზე მხოლოდ რამდენიმე ფიზიკური ღილაკი იყო დატოვებული.

11. Mercedes-Benz S500 (W223, 2020)


უახლესი S-Class-ის ინტერიერი მონიტორებზეა ორიენტირებული. წინა მოდელთან შედარებით, ახალ კონფიგურაციას მიჩვევა სჭირდება, თუმცა, სიმარტივემ განვითარების ახალ საფეხურებს მიაღწია. ფიზიკური ღილაკები აქ უფრო მცირე რაოდენობითაა დატოვებული, ხოლო მულტიმედიის ეკრანიდან სხვადასხვა ფუნქციების კონტროლი კიდევ უფრო მარტივია.

12. Mercedes EQS (2021)


და აი მოვედით EQS-მდეც - Mercedes-Benz-ის უახლესი სრულად ელექტრო ფლაგმანი. ამ ავტომობილის კოკპიტის ტიპი ოფციათა სიაშია შეტანილი და თუ მოისურვებთ ახალი “Hyperscreen-ი“ ინტერიერს დაამშვენებს. ამ ავტომობილმა Top-Gear-ის საუკეთესო EV-ი ინტერიერის წოდება მოიპოვა. მწარმოებელმა EQS-ში აბსოლიტურად ყველაფერი ჩადო. ეს ფუტურისტული ეკრანი მართლაც რომ უზარმაზარია!

გაზიარება: