Aa Aa
30 ივლისი 2021  |  11:07

თავისი დროის Tesla: ისტორიაში დიდებული ავტო-ინოვაციები

Tesla აღიარებას იმსახურებს იმისთვის, რომ მან სწრაფი და ამაღელვებელი ელექტრო მობილი შექმნა.

კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანია ავტოინდუსტრიას გმირივით მოევლინა. ეს ფირმა აწარმოებს ავტომობილებს, რომელთა წარმადობაც ყველას მოლოდინს აჭარბებს, თანაც ისე, რომ გრამი საწვავიც არ იწვება. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ Tesla ინოვაციური საავტომობილო პროექტის შექმნაში პირველი არ ყოფილა.

ქვემოთ იმ მოდელებს ჩამოგითვლით, რომელთა გენიალურობაც დრომ შთანთქა.

Cord (1929)



ეპოქაში, როდესაც ავტომობილების უმეტესობას უკანაწამყვანი თვლები ჰქონდა, ინდიანაში დაფუძნებულმა კომპანია Cord-მა წინა წამყვან ავტომობილზე ექსპერიმენტი ჩაატარა. L-29 პირველი ამერიკული წინა წამყვანი ავტომობილი იყო, რომელიც სერიულად გაიყიდა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ავტომობილი იყო, რომელიც გადასაადგილებლად ამგვარ მეთოდს იყენებდა. სამწუხაროდ, დიდმა დეპრესიებმა ძვირიანი ავტომობილის გაყიდვებზე იმოქმედა. 1931 წელს კი L-39-ის გაყიდვები შეწყდა. ჯამში კი სულ 5000 ეგზემპლარი შეიქმნა.

Cord-ის შესახებ 1935 წლამდე არავის არაფერი სმენია. შემდეგ კი 810 მოდელი გამოვიდა. „სასახლის ცხვირას“ ზედმეტსახელით ცნობილი ავტომობილიც წინა წამყვანი იყო. მისი მაშუქები კორპუსში იყო ინტეგრირებული და მეტალი ფარავდა. დიზაინერული შტრიხები იმ პერიოდისთვის საკმაოდ ფუტურისტული გახლდათ. 810 მოდელს 812-ის გამოსვლა მოჰყვა (სურათზე ნაჩვენები მოდელი), რომელსაც კომპრესორი ჰქონდა. თუმცა, ინოვაცია ბრენდის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. შედეგად კი მწარმოებელმა ბოლო ავტომობილი 1937 წელს გამოუშვა.

Saab (1945)



Saab-მა პირველი ნაბიჯები ავტოინდუსტრიაში, კონკურენტებთან შედარებით, საერთოდ სხვა ლიგიდან გადადგა. კოპმანიამ ავტომობილების დიზაინის შექმნა მაშინ დაიწყო, როდესაც ის თვითმფრინავებზე მუშაობდა. სწორედ ამიტომ, დამთხვევა არ გეგონოთ, რომ სურათზე ნაჩვენები 92 მოდელი თვითმფრინავის ფრთას ჰგავს.

კომპანია არსებობის განმავლობასში ინოვაციებს წარმადობასა და უსაფრთხოების საკითხებში ეძიებოდა. 99 მოდელი, რომელიც 1968 წელს გამოვიდა, სპეციალური ფუნქიით გამოდიოდა, რომელიც ავარიისას მძღოლის მუხლების დაცვაზე იყო იროენტირებული. თვითმფრინავის მსგავსი მოყვალინობის საქარე მინა კი მხედველობის არეს ზრდიდა. Saab-მა 99 მოდელი 1978 წელს ტურბინით აღჭურვა.

Citroen DS (1955)



1950-იანებში Citroen Traction Avant-ის თანამედროვე ავტომობილით ჩანაცვლება მარტივი იყო. ეს მანქანა 1934 წელს გამოვიდა და მას შემდეგ არაფერი არ შეცვლილა. ამ მიზეზით ის დროს ჩამორჩა. Citroen-მა კი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. თანამედროვე ავტომობილის შექმნის ნაცვლად მწარმოებელმა დააპროექტა ისეთი მანქანა, რომელიც თავის დროს 20 წლით უსწრებდა. DS-ის დებიუტი 1955 წლის პარიზის ავტოჩვენებაზე გაიმართა. ფუტურისტულმა დიზაინმა და ჰიდროპნევმატურმა დაკიდების სისტემამ ყველა აღაფრთოვანა.

Renault-ი და Peugeot-ი მაშინვე აღელდნენ და Citroen-ის კონკურენტ მოდელზე მუშაობა დაიწყეს. DS-ი უფრო ფუტურისტულად გამოიყურებოდა თუ ის მოკრძალებული 2CV-ის გვერდით იდგა. 1967 წელს მწარმოებელმა ის გაუმჯობესებული ძრავითა და მიმმართველიანი მაშუქებით აღჭურვა. DS-ის წარმოება 1975 წელს შეწყდა. მიუხედავად ამისა, ის 22-ე საუკუნის მანქანა გეგონებოდათ. ამ მოდელის დიზაინთან მიახლოება კი ვერცერთმა კონკურენტმა მოახერხა.

BMC Mini (1959)



1950-იან წლებში ბრიტანული ავტომწარმოებლები მცირე ზომის ეკონომიური ავტომობილების წარმოების ბაზრის წილს კარგავდნენ. British Motor Corporation-მა ალექ ისიგონისს მცირე ზომის ხელმისაწვდომი ავტომობილების დაპროექტება სთხოვა, რომელშიც ადგილი ოთხი მგზავრისთვის იქნებოდა. ამ მისიის შესრულება თითქმის წარმოუდგენელი იყო, თუმცა ისიგონისმა - გამოცდილმა ინჟინერმა - ძრავა ტრამსისიაზე დაამაგრა და შემოატრიალა. 1959 წელს კი პირველი Mini ვიხილეთ, რომელიც მცირე ზომის ავტომობილების კონცეფციას სინათლის წლებით უსწრებდა.

ისიგონისის მიერ შემუშავებულმა ნიმუშმა, Mini-სთვის უმთავრესი როლი შეასრულა. ეს ყველაზე ჭკვიანურად გათვლილი მოდელი იყო, რაც ავტოინდუსტრიას უნახავს.

Amphicar 770 (1961)



გერმანული Amphicar-ი, სახელად 770, როგორც ხმელეთზე, ისე წყალზე ბინადრობდა. ამ უნიკალური მახასიათებლით მან უდიდესი ყურადღება მიიპყრო. კომპანია იმედოვნებდა, რომ ყველა ამერიკული ოჯახი, რომელიც დასასვენებლად ტბაზე წავიდოდა, ან თუნდაც ტბასთან ცხოვრობდა, ამ ავტომობილს შეიძენდა. სწორედ ამიტომ წელიწადში 25 000 ერთეულის გამოშვება გადაწყდა. 1961 წელს 770 გამოვიდა და ის ერთადერთი ავტომობილი იყო, რომელსაც საგზაო გზებზე და წყალში გადაადგილება შეეძლო. ფაქტობრივად მოდელი ამ მხრივ მონოპოლისტად მოგვევლინა. 770-ს წყალში გადაადგილება 7მ/სთ-ით, ხოლო ხმელეთზე 70მ/სთ-ით შეეძლო. ეს სახელიც სწორედ ამიტომ დაარქვეს.

წარმოება 1965 წელს დასულდა, მაგრამ Amphicar-ი მანქანების გამოშვებას 1968 წლამდე აგრძელებდა. ჯამში კომპანიამ 3878 ეგზემპლარი შექმნა, აქედან 3046 კი აშშ-ში გააგზავნა. სამწუხაროდ, დღეს ამფიბია ავტმობილებს არავინ აწარმოებს.

Delorean Motor Company (1975)



John Z. Delorean-მა, General Motors-ის ერთ-ერთმა ვარსკვლავურმა აღმასრულებელმა, თავისი კომპანია 1975 წელს დააფუძნა. მას ესთეტიკური სპორტული მანქანის შექმნა სურდა, რომელიც სწრაფი, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო იქნებოდა. დელორიანმა ავტოინდუსტრიის დეტალები GM-ისგან შეისწავლა. თუ ვინმე ასეთ ამბიციურ პროექტს დაიწყებდა ეს სწორედ ის იქნებოდა. მან თავისი ოცნების ასახდენად ჯორჯიტო ჯუჯარიოც დაიქირავა.

DNC-12 1981 წელს, სამი წლის დაგვიანებით, გასაოცარი სილუეტით, პეპლისებრი კარებითა და უჟანგავი მეტალის კორპუსით გამოჩნდა. მოდელის სახელში რიცხვი 12 ავტომობილის ფასზე მიანიშნებდა. მისი საბაზისო ფასი 12 000$-ს უნდა ყოფილიყო, მაგრამ გასაყიდად გატანის შემდგომ 26 000$-ს გადააჭარბა. ხარისხის კონტროლის პრობლემებმა და 6-ცილინდრიანი ძრავის ცუდმა წარმადობამ ავტომობილის რეპუტაცია შელახა.

ბრიტანეთის მთავრობამ, რომელიც დელორიანს წარმოებაში დაეხმარა, მოგვიანებით დაფინანსებაზე უარი თქვა. შედეგად კი კომპანია ვალების გამო ჩამოიშალა. მოგვიანებით დელორიანი FBI-მ ნარკოტიკის კონტრაბანდის გამოც კი დააკავა, რის გამოც უდიდესი თანხის გადახდა მოუწია.

McLaren (1989)



ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რონ დენისს, მანსურ ოჯესა და გორდონ მარის პლანეტაზე ყველაზე სწრაფი და მანევრული ავტომობილის შექმნა სურდათ. ავტომობილს სიმძლავრისა და წონის საუკეთესო შეფარდება უნდა ჰქონოდა, რა დროსაც კომფორტული და გამოყენებადი უნდა ყოფილიყო. შედეგად კი მსოფლიომ F1 იხილა.

მოდელი პირველი საქალაქო ავტომობილი იყო, რომელსაც კარბონის მონოკოკი ჰქონდა. V12 BMW-მ დაამზადა, ხოლო McLaren-მა ის სიცხის ამრეკლი მოოქროვილი დეტალებით განათავსა მანქანაში. მძღოლის სავარძლის ცენტრში დამონტაჟებამ მარჯვნივ და მარცხნივ დამატებითი ადგილი გააჩინა. შესაბამისად, ავტომობილს სამი ადამიანის გადაყვანა შეეძლო. F1 იაფი არ ღირდა, თუმცა 1992 წლის მონაკოს გრან პრის დებიუტისას McLaren-მა იმაზე მეტი შეკვეთა მიიღო, ვიდრე მოელოდა.

მიუხედავად იმისა, რომ McLaren-ს F1-ისთვის სარბოლო ინტერესები არ ჰქონდა, მომხმარებლებმა დენისი და მისი გუნდი სპეციალური GTR-spec-ის მოდელის შექმნაში დაარწმუნეს. 1995 წელს კი ის Le Mans-ის 24 საათიან რბოლაში ვიხილეთ. ბრიტანულმა ბრენდმა, პირველი, მესამე, მეოთხე და მეხუთები ადგილები დაიმსახურა.

Toyota Prius (1997)



Toyota Prius-ის პირველმა მოდელმა, 6-წლიანი არსებობის განმავლობაში, უფრო მეტი შეცვალა საავტომობილო სამყაროში, ვიდრე სხვა ბევრმა ავტომწარმოებელმა საუკუნოვანი არსებობის შედეგად. Toyota პირველი ავტომობილი არ იყო, რომელიც ექსპერიმენტებს ჰიბრიდულ აგრეგატებზე ატარებდა. თუმცა, ტექნოლოგიის გამართულობამ და მისმა ფართო მასებამდე მიწოდებამ ის განსაკუთრებულად აქცია.

გაზიარება: