Aa Aa
5 ივნისი 2021  |  16:20

Fast & Furious 9-ის ვარსკვლავი ავტომობილები

„ფორსაჟის“ მეცხრე სერიის პრემიერა 25 ივნისს იგეგმება. წლების განმავლობაში ეს ფილმები ავტოენთუზიასტების ფავორიტია. ეს არის ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ავტომობილები ასრულებენ. ფილმის პრემიერამდე დენის მაკკარტიმ, ადამიანმა, რომელსაც ამ ფილმებისთვის ავტომობილების შერჩევა ევალება, ფილმში მონაწილე ავტომობილებზე ისაუბრა. მაკკარტი, „ტოკიო დრიფტიდან“ მოყოლებული წყვეტს, რომელი ავტომობილები იმსახურებს ფილმში მოხვედრას და რომლები არა. შემდეგ კი მის გადაწყვეტილებებს ფილმის რეჟისორი ჯასტინ ლინი ადასტურებს. Fast 9 - ში ჩვენ ბევრ სწრაფ და საინტერესო ავტომობილს ვიხილავთ, დაწყებული შუაძრავიანი  Dodge Charger-ით, დასრულებული Mercedes-Benz Unimog-ზე დაფუძნებული სატვირთოთი.

შუაძრავიანი Dodge Charger

წლების განმავლობაში დომენიკ ტორეტო ბევრი საინტერესო Charger-ის საჭესთან გვინახავს. მაკკარტი ამბობს, რომ ტორეტოს ავტომობილისთვის ყოველ წელს ისეთი რამის გაკეთება უწევთ, რაც მანამდე არასდროს გაუკეთებიათ. მათ ვისკონსინში დაფუძნებული მაღაზია შუაძრავიანი Hellcat-ის კომპრესორიანი 6.2-ლიტრიანი V8 ძრავიანი 1968 წლის Charger-ის აწყობაში დაეხმარათ, რომელიც მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა. ასეთი სულ ორი ააწყეს. დუბლიორ ავტომობილებს კი LS3 ძრავები აქვს.

Dodge Charger SRT Hellcat

მაკკარტი ამ ავტომობილს Demon Charger-ს უწოდებს. მისმა გუნდმა Challenger SRT Hellcat-ის აგრეგატი 2016 წლის Charger SRT Hellcat-ში ჩასვა. Challenger-ის 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფიც გადაიტანეს. ავტომობილს განახლებული მაყუჩის მილი აქვს. 800 ცხენის ძალასთან გასამკლავებლად, საჰაეროების დამატებაც მოუხდათ. კაპოტი და დისკები Challenger SRT Demon-ისგანაა. „ეს არის ავტომობილი, რომელზეც ყოველთვის ვფიქრობდი, რომ Dodge-ს უნდა აეწყო“, - ამბობს მაკკარტი.

Toyota Supra

Toyota Supra ფრანჩაიზის განუყოფელი ნაწილია. მეცხრე ნაწილში ჰან ლუ ბრუნდება და A90 Supra-ს მართავს, რომელსაც ფერების იგივე სქემა აქვს, რაც მესამე ფილმში მის Mazda RX-7-ს. ეს ავტომობილი HRE-ს დისკებითაა, რომლის შთაგონებაც, მაკკარტის თქმით, NASCAR Xfinity სერიების უსაფრთხოების ავტომობილისგან აიღეს.

Ford Mustang

ფილმის მეცხრე ნაწილში დომენიკ ტორეტოს ძმა, იაკობი გამოჩნდება, რომლის როლსაც ჯონ სინა თამაშობს. რეჟისორს კი უნდა, რომ ის Ford Mustang-ის საჭესთან ვიხილოთ. მას კარბონის მეტი დეტალი ექნება. სინამდვილეში კი Mustang-ის კორპუსის ქვეშ კი Polaris RZR 1000 იმალება. ფილმში კადრების იქნება, რომლებიც პერსონაჟის წარსულში გვამოგზაურებს და გვიჩვენებს, რას მართავდა ის ადრე. „ეს ნამდვილი პაექრობა იქნება და ალბათ, კიდევ ერთი Dodge-ს ნახვა არ გენდომებოდათ". - ამბობს მაკკარტი.

1970 Dodge Charger Tantrum

Speedkore-ი ამ ფილმებისთვის რამდენიმე ავტომობილის შექმნაში მონაწილეობდა. მათ შორისაა შუაძრავიანი Charger-ი და Plymouth Barracuda მეშვიდე ფილმიდან. Charger Tantrum-ის ძარა კარბონისაა. კაპოტის ქვეშ 9.0-ლიტრიანი ტვინ ტურბოდაბერვის Mercury Racing V-8 QC4v ძრავაა, რომელიც 1650 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

1970 Dodge Charger R/T

ამ ავტომობილის გარეშე „ფორსაჟი“ ფორსაჟი არ იქნებოდა. ის ფილმებში მეხუთედ მოხვდა. მომავალში მაკკარტი ამ განვითარებას კიდევ გეგმას. შემდეგი ფილმისთვის ის ამ ავტომობილის გაუმჯობესებას აპირებს. „ამ ავტომობილში რაღაც ყოველთვის არ მომწონდა. მის შემდეგ ვერსიაში ამას აუცილებლად გამოვასწორებ“. - ამბობს მაკკარტი.

Jeep Grand Cherokee Trackhawk

Jeep Grand Cherokee Trackhawk-ი Hellcat-ის აგრეგატიანი კიდევ ერთი ავტომობილია, რომელიც ფილმში მოხვდა. მისი ფასი $89,940-ია. ძრავა - 6.2-ლიტრიანი V8, რომელიც 707 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Jeep Gladiator

ეს Jeep Gladiator-ი, ახალი საშუალო ზომის პიკაპი, ფილმისთვის განახლებულია. მას დიდი საბურავები აქვს. დამატებითი საბურავი სახურავზეა მოთავსებული. მეტალის ბამპერები და ამაღლებული დაკიდების სისტემა აქვს. უგზოობაში დევნის სცენების გადასაღებად საუკეთესო ვარიანტია.

Jaguar XE SV Project 8

Jaguar XE SV Project 8 ამ ავტომწარმოებლის ავტომობილებს შორის ტრეკზე ყველაზე ორიენტირებულია. მხოლოდ 300 ეგზემპლარად არსებობს და მისი ფასი $188,495-დან იწყება. მას ფილმში მხოლოდ მცირე როლი ექნება. თუმცა, როგორც ამბობენ, დიდი და პატარა როლი არ არსებობს. ამ ავტომობილს 5.0-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს, რომელიც 592 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მან ნორდშლაიფის გავლა 7:18.36-ში შეძლო.

Acura NSX

ტაირის გიბსონისა და ლუდაკრისის პერსონაჟები ფილმში Acura-ს $150,000+-იან ავტომობილებს მართავენ. NSX-ი ტვინ-ტურბოდაბერვის 3.5-ლიტრიანი V6-ძრავიანი ჰიბრიდული სუპერქარია, რომელსაც 573 ცხენის ძალა აქვს.

Noble M600

დეკარდ და ოუენ შოუების დედა მეცხრე სერიაში ბრიტანული ავტომწარმოებელ Noble-ს ხელნაკეთ სუპერქარ M600-ს მართავს. ეს ავტომობილი ფილმს თვითონ Noble-მ ათხოვა. M600-ს Yamaha.-ს 650-ცხენისძალიანი ტვინ-ტურბოდაბერვის 4.4-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს.

Apollo IE

Apollo IE ან Intensa Emozione, რაც იტალიურად ძლიერ ემოციას ნიშნავს ექსკლუზიური ავტომობილია. ის Mercedes-Benz CLK-GTR-ისთვის პატივის მისაგებად აიწყო. Apollo IE-ს ატმოსფერული 6.3-ლიტრიანი V12 ძრავა აქვს, რომელიც 780 ცხენის ძალასა და 760ნმ-ს გამოიმუშავებს. ეს ავტომობილი მხოლოდ 10 ეგზემპლარადაა გამოშვებული.

Pontiac Fiero

Fast & Furious 9-ში მფრინავ Fieros-ს კოსმოსში უშვებენ. ტაირის გიბსონის და ლუდაკრისის პერსონაჟები სატვირთო თვითმფრინავის თავზე მოთავსებულ მფრინავ ავტომობილში სხედან. მათ, რაც აცვიათ, იმას შეგვიძლია ხელნაკეთი სკაფანდრები ვუწოდოთ. გარშემო კი Fiero-ს რაკეტები აკრავს.

Armadillo

ეს სატვირთო Mercedes Unimog-ზეა დაფუძნებული. მის ასაწყობად ინჟინრებს 4 თვე გასჭირდათ. ის ლონდონში აიწყო. სავარაუდოდ, ეს ის სატვირთოა, რომელიც თბილისის ქუჩებშიც ვნახეთ.

შეგახსენებთ, რომ ეპიზოდის გადაღებები თბილისსა და რუსთავში გასულ წელს 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოში ჰოლივუდური ფილმის გადაღებისთვის, დაახლოებით, 32 მილიონი ლარი დაიხარჯა.

გაზიარება: