Aa Aa
12 ივნისი 2021  |  12:39

ვიდეო: უზარმაზარმა სატვირთომ პატარა სუვს გადაუარა

დიახ, სუვში მგზავრები ისხდნენ...

საბედნიეროდ, ამ ავარიას მსხვერპლი არ ჰყავს. უცნაურია, მაგრამ მას შემდეგ, რაც Suzuki-ს სუვს უზარმაზარმა სატვირთომ გადაუარა, მგზავრები მხოლოდ მცირედი დაზიანებებით გამოძვრნენ.

ეს ინციდენტი ყაზახეთში მოხდა. ვიდეოს თანახმად, სამი ადამიანი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. სუვი კარიერში გარკვეულ სამუშაოს ასრულებდა, როცა ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდა. სავარაუდოდ, უზარმაზარი სატვირთოს მძღოლი სუვს ვერ ხედავდა.

უზარმაზარი სატვირთო სუვს უახლოვდება. სალონიდან მგზავრები, ცდილობენ შეძახილებით სატვირთო გააჩერონ, მაგრამ მათი ხმა სატვირთოს მძღოლამდე ვერ მიაღწევდა. საბედნიეროდ, სატვირთო, თუ შეიძლება ასე ითქვას, დროულად ჩერდება.

ეს არ იყო ყველაზე ცუდი სცენარი, რითაც შეიძლება ეს ინციდენტი დასრულებულიყო, თუმცა, საეჭვოა, სუვის მგზავრებმა კარიერში დაბრუნება მალე შეძლონ.

გაზიარება: