Aa Aa
13 ივნისი 2021  |  11:30

მსოფლიოს უცნაური კანონები ავტომობილის მფლობელებისთვის (ნაწილი 2)

ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში უცნაურ კანონებზე უკვე გესაუბრეთ. ამ სტატიას კი შეგვიძლია მეორე ნაწილი ვუწოდოთ.

ავსტრალიაში უნდა იცოდეთ, რამდენი კილოგრამი კარტოფილი გადაგაქვთ საბარგულით, საფრანგეთში კი საკუთარი ჩასასუნთქის თან ტარებას ითხოვენ.

ეს უცნაური კანონები ეხება ყველას და ყველაფერს. ამ სტატიაში შეხვდებით, ისეთ აკრძალვებსა თუ რეკომენდაციებს, რომლებიც პირველ სტატიაში ვერ მოხვდა.

ავსტრალია: ჩაკეტეთ ავტომობილი

ავსტრალიის ზოგიერთ შტატში, მაგალითად, ახალ უელსში, კანონი მძღოლებს აიძულებს, მანქანიდან გადმოსვლისთანავე ჩაკეტონ კარი.

ეს ყველაფერი არ არის, კარის გარდა, ყველა ფანჯარა აწეული უნდა იყოს. ან მხოლოდ 20მმ-ით უნდა იყოს ღია. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ავტომობილებს, რომლებშიც ამის გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია. მაგალითად, Mini Moke-ის ან უსახურავო Jeep Wrangler-ის შემთხვევაში.

ბაჰრეინი: ციხე არ აგცდება

ბაჰრეინში თითქმის მოძრაობის თითქმის ყველა კანონის დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეთ. წითელ სინათლეზე გავლის გამო შესაძლოა 6 თვით ციხეში ჩაჯდომა და 500 დინარის გადახდა მოგიწიოთ.

წითელზე გავლისას რამის დაზიანების შემთხვევაში კი ერთ წლამდე პატიმრობა და 3000 დინარის გადახდა გემუქრებათ.

ჩინეთი: ითამაშე, რომ ავტომობილის ყოლის უფლება მოიპოვო

ჩინეთის მთავრობა ჰაერის დაბინძურების და საცობების შემცირებას ცდილობს, ამიტომ, ავტომობილის ყოლის უფლებას ყველას არ აძლევს. კონტროლდება ავტომობილის აგრეგატის ტიპიც. მაგალითისთვის, 2019 წელს პეკინის სატრანსპორტო კომისიამ 60 000 ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე ავტომობილის ყოლის ნებართვა გასცა. მათგან უმეტესობა ელექტრო იყო. ასევე 40 000 შიგაწვის ძრავიანი ავტომობილი დაუშვა,

ავტომობილის ყოლის მსურველები ლატარიას თამაშობენ. გამარჯვებულები ავტომობილის ყოლის უფლებას იგებენ. გამარჯვების შანსი 500-ში ერთია.

ესპანეთი: არანაირი ყურსასმენები

ყურსასმენებით მართვა მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში სახიფათოა. თუმცა, ესპანეთში ეს არალეგალურიც კია. არ აქვს მნიშვნელობა მუსიკას უსმენთ თუ საუბრობთ.

ყურსასმენების გამოყენება მხოლოდ მაშინაა ნებადართული თუ მოტოციკლეტის მართვის მოწმობის აღებას ცდილობთ და ინსტრუქტორისგან მითითებები უნდა მიიღოთ.

ტაილანდი: მაისური არ გაიხადოთ!

ტაილანდში სიცხე და ნესტია, მაგრამ ეს მაისურის გახდაზე თავის გამართლების უფლებას მაინც არავის აძლევს. ავტომობილში, სკუტერზე, ველოსიპედზე მაისურის გარეშე ჯდომა კანონით ისჯება.

2014 წელს ხელისუფლებამ ტურისტები გააფრთხილა რომ ეს აკრძალვა მათაც ეხება. უმაისუროდ საჭესთან ჯდომა არალეგალური და არაეთიკურია.

ამერიკის შეერთებული შტატები: არ გაცვითოთ საბურავები

თუ თქვენ დერბიში, კანზასში საბურავების გაცვეთას აპირებთ, მაშინ თქვენ კანონდამრღვევი ხართ. 25 000-იან მოსახლეობას აკრძალული აქვს საბურავების გაცვეთა, იქნება ეს დრეგის დროს, თუ დონატების კეთებისას.

ნებისმიერს, ვისაც ამ საქმიანობისას გამოიჭერენ, $500 ჯარიმის გადახდა ან 30-დღიანი პატიმრობა მოუწევს.  

საფრანგეთი: ყვითელი მაშუქები

ათწლეულების განმავლობაში კანონი იყო, რომ ნებისმიერ ავტომობილის ყვითელი მაშუქები უნდა ჰქონოდა. ეს კანონი სათავეს 1936 წლიდან იღებს. იმისთვის მიიღეს, რომ ჯარისკაცებს ფრანგული ავტომობილები მტრების ავტომობილებისგან ადვილად განესხვავებინათ.

ზოგი ამ კანონის წარმოშობის ზემოთ ხსენებულ იდეას არ ეთანხმება და უბრალოდ ამტკიცებს, რომ ყვითელი მაშუქები ავტომობილებს სხვა მძღოლებისთვის თვალის მოჭრის არიდების მიზნით შემოიღეს. ასეა თუ ისე, ყვითელი სინათლეები 1993 წლამდე სავალდებულო იყო.

ამერიკის შეერთებული შტატები: უფლება გაქვთ საბარგულზე ისხდეთ

ჰავაიელებს უფლება აქვთ პიკაპის საბარგულით გადაადგილდნენ, ოღონდ ამისთვის გარკვეული პირობებია საჭირო. მგზავრი 12 წელზე ზემოთ უნდა იყოს და კაბინაში ყველა ადგილი დაკავებული უნდა იყოს.

ზოგადად კი ის საკითხი ამერიკაში დავის საგანია. ზოგი შტატი მიიჩნევს, რომ ეს საშიშია.

გაზიარება: