Aa Aa
13 ივნისი 2021  |  12:14

1970 წლის Plymouth AAR 'Cuda აუქციონზე გაიყიდება

მასლქარების ოქროს ერა სპეციალური მოდელებით სავსე იყო. ერთ-ერთი ასეთი შესანიშნავი ავტომობილი 1970 წლის Plymouth AAR 'Cuda იყო. რესტავრირებულ ეგზემპლარს ოკლაჰომაში, ტულსაში Mecum Auctions-ი ყიდის. 

AAR  "All American Racers"-ს  (ყველა ამერიკელ მრბოლელს) ნიშნავს. 1960-70-იან წლებში Trans Am მოწოდების სიმაღლეზე იყო. დენ გარნი SCCA Trans Am სერიებში გუნდს უძღვებოდა. სერიებში საუკეთესო „მუსტანგები“, „კამაროები“ , „ჩელენჯერები“ და „პლიმუტები“ მონაწილეობდნენ.

Trans Am-ის ავტომობილები ძლიერად მოდიფიცირებული იყო. თუმცა, მათ ქარხნული გარეგნობა დიდწილად შენარჩუნებული ჰქონდათ. SCCA მწარმოებლებს აიძულებდა, რომ მსგავსი საგზაო ავტომობილები გამოეშვათ. სწორედ ასე მივიღეთ Ford Mustang Boss 302, Chevrolet Camaro Z/28 და Dodge Challenger T/A. 'Cuda AAR იყო Plymouth-ის პასუხი ამ ავტომობილებზე.

ამ ავტომობილს V8 ძრავა ჰქონდა, რომელიც 290 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 4-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ძალას უკანა თვლებს უგზავნიდა.

'Cuda პლატფორმას Dodge Challenger-თან იზიარებდა. Barracuda/'Cuda-ს წარმოება 1974 წელს შეწყდა. თუმცა, ჭორები მის დაბრუნებაზე ყოველთვის იყო. ახლა კი თვითონ Plymouth-იც მკვდარია.

ამ ავტომობილის გარდა, აუქციონზე 1970 440-6 მოდელიც გაიყიდება. აუქციონი სავარაუდო ფასებს არ ასახელებს, თუმცა, ეს ავტომობილები, რა თქმა უნდა იაფი არ ეღირება.

 

გაზიარება: