Aa Aa
11 ივნისი 2021  |  11:46

საუკეთესო ამერიკული მდიდრული ავტომობილები

როდესაც მდიდრული ავტომობილების კლასზე ვფიქრობთ, გონებაში სულ გერმანული ავტომობილები წარმოგვიდგება.

ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მდიდრულ ამერიკულ ავტომობილებს Packard-ი, Lincoln-ი და Cadillac-ი აწყობდა. კომპანიებმა ბაზარზე წონასწორობა მას შემდეგ დაკარგეს, რაც კონკურენტები გამოჩნდნენ და კომფორტის ახალი სტანდარტი დაამყარეს. Packard-ი დიდი ხანია მკვდარია, Duesenberg-ი არა მგონია მალე დაბრუნდეს, თუმცა 2020 წელს ძალების აღდგენას Lincoln-ი და Cadillac-ი გეგმავს. სანამ ეს არეული სიტუაცია დალაგდება, ჩვენ საუკეთესო მდიდრულ ავტომობილებზე მოგიყვებით, რომლებიც აშშ-ში წარმოებულა.

Ford Thunderbird (მეორე თაობა, 1958)


მეორე თაობის Thunderbird-ი 1958 წლის დასაწყისში გამოვიდა და მან მდიდრული კლასის სრულიად ახალი სეგმენტი გააჩინა. ეს პირველი პირადი მდიდრული ავტომობილი იყო. ალბათ ეს ყველაზე ამერიკული ტერმინია, რასაც დღეს ამ სტატიაში გადააწყდებით. ამ ავტომობილში აქცენტი, ნაცვლად ცხენისძალებისა და უზარმაზარი სიჩქარის ბერკეტისა, ტყავსა და ოპერის შუშებზე იყო გადატანილი.

Ford-მა მეორე თაობის Thunderbird-ი 4-სავარძლიანად გადააკეთა. მისი შეძენა როგორც კუპე, ისე კაბრიოლეტ ვერსიებადაც შეიძლებოდა. ორი მათგანი უზარმაზარი იყო, რბილად ირწეოდა და ბენზინის მიმართ საოცარი წყურვილით გამოირჩეოდა. თუმცა, ეს ყველაფერი არ ითვლება. ეს ავტომობილი სპორტული ხასიათის არ ყოფილა. ისინი საოცარ სტილს ატარებდნენ. თავდაპირველი Thunderbird-ის სპორტული გენების შესუსტებამ შედეგი გამოიღო, რადგან ეს ავტომობილი 1958 წელს 38 000-მა ადამიანმა შეიძინა.

Lincoln Continental (მეოთხე თაობა 1961)


მდიდრულობის კუთხით, Lincoln-ის Continental-მა პიკს 1961 წელს მიაღწია. მეოთხე თაობის მოდელი იმდენად ლამაზი დიზაინისაც იყო, რომ ქუჩებში თვალს მას ყველა აყოლებდა. ყველაზე მეტად კი ექვსი სავარძლის გამო აფასებდნენ. Continental-ი სტანდარტულად კაკლის ხის გაფორმებით, ხალიჩებითა და ელექტრო შუშებით გამოდიოდა. მყიდველების 65%-მა 504$ კონდიციონერში გადაიხადა.

Lincoln-მა მთელი ყურადღება აწყობის ხარისხს დაუთმო. საწაარმოო ხაზის დატოვების შემდეგ, ყველა მოდელი 18 კილომეტრიან სატესტო გავლას ასრულებდა, რათა კომპანია თავის სტანდარტებში დარწმუნებულიყო. Continental-ი იმდენად დამაჯერებლად მდიდრული იყო, რომ ის აშშ-ს მთავრობამ საპრეზიდენტო ავტომობილადაც შეიძინა.

Cadillac Fleetwood Brougham (1977)


1977 წელს გამოსული მოდელი პირველი არჩევანი იყო მათთვის, ვისაც ევროპული ავტომობილის მართვა სურდა. მისი გაწონასწორებული, სადა დიზაინი უბერებელი და ელეგანტური იყო. Brougham d’Elegance-ს ოთახის ავეჯის მსგავსი სავარძელი და Florentine-ის გაფორმება ჰქონდა.

Fleetwood Brougham-ი 1977 წელს 11 546$ ღირდა, რაც 2019 წელს 49 000$-ს უდრიდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ავტომობილი Seville-ზე მნიშვნელოვნად იაფი იყო. მოდელი 1980-იანი წლების Cadillac-ის ნამდვილი განმარტება გახლდათ. მისი წარმოება 1992 წელს დასრულდა, როდესაც Fleetwood-ის სახელმა მნიშვნელობა ცხვირის ახალი დიზაინით დაკარგა.

Lincoln Continental Mark VI


ამერიკის მდიდრული საავტომობილო მოთამაშეები, 1970-იანების მეორე ნახევარში, Mercedes-Benz-ისა და BMW-ს აღმასვლისთვის მზად არ იყვნენ. ფაქტი, რომ ყველას არ სურდა S-Class-ის მართვა და ბევრს უბრალოდ მისი შეძენა არ შეეძლო Cadillac-ისა და Lincoln-ის სასარგებლოდ მოქმედებდა. შედეგად, 1980 წელს ახალი ფლაგმანი მოდელები ვიხილეთ. Continental Mark VI Ford-ის პლატფორმაზე იყო შექმნილი. ამ მცირე დეტალმა, Mark V-თან შედარებით, ავტომობილის ზომისა და წონის შემცირება გამოიწვია.

ამ პერიოდში Lincoln-მა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური წინსვლა განიცადა. Mark VI ციფრული მაჩვენებელთა დაფით იყო წარმოდგენილი. მოდელის ფასი 15 414$-დან იწყებოდა. თუმცა, მოგვიანებით, ბილ ბლასის, კარტიერისა და პუჩის მიერ შემუშავებული მოდელი 20 000$-ად იყიდებოდა. 1980 წელს, სრულად აღჭურვილი Mark VI უფრო ნაკლები ღირდა, ვიდრე საბაზისო XJ6.

Lincoln Town Car (მესამე თაობა, 1998)


Lincoln Town Car-ის მესამე და საბოლოო თაობის მოდელი, როდესაც 1997 წლის ნიუ იორკის ავტოჩვენებაზე ვიხილეთ, სხვა ეპოქიდან გადმოვარდნილს ჰგავდა. მისმა ბოლქვისებრმა მოყვანილობამ მნიშვნელოვანი განვითარება მოიტანა და 1978 წლიდან დაწყებული დიზაინერული გათვლები სრულიად მიივიწყა. ამ ყველაფერს საკმაოდ კარგი საიმედოობა და საუცხოო კომფორტი დაემატა.

Town Car-ის წარმოება მემკვიდრის გარეშე 2011 წელს დასრულდა.

Cadillac DeVille (2000)


Cadillac DeVillle-ის მერვე და საბოლოო თაობის დებიუტი 1999 წელს გაიმართა. ეს სრული ზომის „კადილაკს“ ჰგავდა, თუმცა, მის წინამორბედზე გამარტივებული დიზაინი ჰქონდა. სიმძლავრე, კარგი აღჭურვა და მაღალი ტექნოლოგიები ბრენდისთვის ახალი ეპოქის დასაწყისს მოასწავებდა. აღმასრულებელი მენეჯერები ფიქრობდნენ, რომ სეგმეტნტში ბრენდის სახელი გამოცოცხლდებოდა. მიუხედავად ამისა, სეგმენტი იმდენად შორს აღმოჩნდა, რომ DeVille-ს პოპულარობის მოპოვება გაუჭირდა. კომპანიამ კი მისი წარმოების გაგრძელებაზე უარი თქვა.

Cadillac Escalade EXT (2002)


Cadillac-ი და Lincoln-ის მეტოქეობა მდიდრული პიკაპის სეგმენტზე თითქმის ერთდროულად გადაიზარდა. დღეს 2002 წლის Escalade EXT-ი ყველაზე კარგად გვახსოვს. Blackwood-ი სხვაგვარად გამოწყობილი Ford F-150 იყო, რომელიც საავტომობილო ისტორიას ძვირადღირებულ შეცდომად დაამახსოვრდა.

Escalade EXT-მ კი სხვა შედეგი დადო. ამ პიკაპისა და SUV-ს ჰიბრიდს ინოვაციური Midgate-ი ჰქონდა, რაც უკანა სათავსოს კაბინის ნაწილით გაფართოებას გულისხმობდა. ეს ძალზედ პრაქტიკული მცირე ზომის სატვირთო ავტომობილი იყო. მისი შეძენა სრული ამძრაობითაც შეიძლებოდა.

Escalade EXT-ის წლიურმა გაყიდვებმა 2002 წელს 13 494-ს მიაღწია.

Cadillac CT6 Platinum (2019)


2019 წელს, ამერიკული ფლაგმანი ავტომობილის სტატუსზე დავა შეიძლებოდა. Acura NSX-ი ყველაზე ძვირად ფასობდა. იმ პერიოდში ის 159 300$ ღირდა. შემდეგ კი Cadillac CT6 Platinum-ი გამოვიდა. ის სრული ამძრავი იყო და 4.2-ლიტრიანი V8 ძრავით იყო აღჭურვილი. ეს 8-ცილინდრიანი ძრავა 500 ცხენისძალას გამოიმუშავებდა.

Cadillac-მა მომხმარებლები გააფრთხილა, რომ CT6 Platinum-ი ლიმიტირებულად გამოვიდოდა. მისი ფასი კი 100 000$-ით იყო განსაზღვრული.

Lincoln Continental Coach Door Edition-ი (2019)


ხელახლა დაბადებული Lincoln Continental-ი 2017 წელს გამოვიდა. ამ ავტომობილს, მის წინამორბედებზე, ნაკლები კომფორტი ჰქონდა. თუმცა, „ლინკოლნმა“ ავტომობილი 80 წლიან იუბილეზე გადააკეთა, როდესაც 80 მომერიალური მოდელის გამოსვლა დააანონსა. მანქანა 1961 წლის მოდელით იყო შთაგონებული, რომელიც უჩვეულოდ ფუნქციონირებადი კარებით იყო აღჭურვილი. ისინი 90 გრადუსით იღებოდა და ნაზად დაკეტვის ფუნქცია ჰქონდა. ტრანსფორმაციის შედეგად, თვლებს შორის მანძილი 15 სმ-ით გაიზარდა და სტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

გაზიარება: