Aa Aa
11 ივნისი 2021  |  11:20

პრინცესა დაიანას 1981 წლის Ford Escort-ი აუქციონზე იყიდება

სამეფო ოჯახის ისტორიის ნაწილი.

1990-იან წლებში პრინცესა დაიანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი იყო. ის პაპარაცების და მედიის ობიექტივში ხშირად ხვდებოდა. მას ავტომობილებში განსაკუთრებული გემოვნება ჰქონდა. მის ავტომობილებს შორის იყო Audi-ს კაბრიოლეტი. მისი ერთ-ერთი პირველი ავტომობილი კი ეს Ford Escort-ი იყო.

5-კარიანი ჰეჩბექი პრინცესა დაიანას პრინც ჩარლზმა 1981 წელს ნიშნობის საჩუქრად გადასცა, სამეფო ქორწილამდე ორი თვით ადრე. პრინცესა მესამე თაობის მოდელს 1982 წლის აგვისტომდე იყენებდა. ეს დრო მისი და პრინცის ურთიერთობის საუკეთესო პერიოდი იყო.

2 ათწლეულის განმავლობაში ის თვალთახედვიდან დაიკარგა, ახლა კი გამოჩნდა და 29 ივნისს აუქციონზე გაიყიდება. მას Reeman Dansie's Royalty, Antiques and Fine Art Sale-ს ესექსში ყიდის. როგორც ამბობენ, ავტომობილი წარმოუდგენლად კარგ მდგომარეობაშია. საღებავი და სალონი ქარხნულია. ის თავისი პირველი სარეგისტრაციო ნომრით იყიდება WEV 297W.

კაპოტზე ვერცხლისფერი ბაყაყის თილისმაა. ის არის ზუსტი ასლი იმ საჩუქრისა, რაც პრინცესამ დისგან სარა სპენსერისგან მიიღო: „იმ ზღაპრის გასახსენებლად, რომელშიც ლამაზი გოგონას კოცნამ ბაყაყი პრინცად აქცია“.

წინასწარი შეფასებით 1981 წლის Ford Escort-ი აუქციონზე £30,000-£40,000-ის ფარგლებში უნდა გაიყიდოს. აღწერის მიხედვით, ამ ავტომობილს ახლანდელი მფლობელი მანდილოსანი იმდენად უფრთხილდებოდა ამ ავტომობილს და სამეფო ოჯახის ნაწილს, რომ Escort-ის კავშირს სამეფო ოჯახთან მეგობრებსაც კი უმალავდა.

გაზიარება: