Aa Aa
14 ივნისი 2021  |  10:51

Porsche-მ ახალი კონფიგურატორი გამოუშვა, მაგრამ ის ავტომობილებისთვის არ არის

საათი, რომელიც ავტომობილს უხდება.

Porsche-ს ავტომობილები მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. Porsche Design-ის ნამუშევრებს კი ნაკლებად ვიცნობთ. ამ ბრენდმა ახლა საათი  კონფიგურატორი  გამოუშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მყიდველებს საათის საკუთარი გემოვნებით აწყობის საშუალება ექნებათ.

 

ამ საათს მეტაფორულად „მაჯის სპორტულ ავტომობილს“ უწოდებენ. მყიდველებს საათის ფერის ავტომობილის ფერთან შეხამება შეუძლიათ. ციფერბლატის გარშემო რგოლი და ჩასადები ექსტერიერის ნებისმიერ ფერშია ხელმისაწვდომი. სამაჯურების ფერი ავტომობილის ინტერიერის ფერს შეესაბამება.

საათის საწყისი ფასი $5,150 -ია და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. Porsche Design Chronograph 911 GT3 კი ექსკლუზიურად მხოლოდ 2021 წლის 911 GT3-ს მფლობელებისთვისაა. მათთვის საწყისი ფასი $8,100-ია.

GT3 სხვა მოდელებისგან ბევრი არაფრით განსხვავდება, თუმცა მას ავტომობილის დისკების მსგავსი როტორები აქვს. დისკების ფორმის როტორების შერჩევა საათის სტანდარტული ვერსიისთვისაც შესაძლებელია. ძირითადად, 911 Turbo ვერსიებიდან.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მყიდველები დიზაინს თავად არჩევენ და არჩევანიც ფართოა, საეჭვოა, რომ ორი ერთნაირი საათი აიწყოს. დიზაინის შერჩევის შემდეგ სპეციალურ კოდს მიიღებენ, რომელიც Porsche-ს სადილეროს ან Porsche Design-ს მაღაზიას უნდა გადაუგზავნონ.

გაზიარება: