Aa Aa
14 ივნისი 2021  |  12:02

კიმ კარდაშიანს ყველაზე ფუმფულა Lamborghini Urus-ი ჰყავს

ლოიდი და ჰარი იამაყებდნენ.

ავტომობილის მფლობელებს ერთი ფრაზა შეეფერებათ: „შენი ავტომობილი, შენი წესები“.

ასევე ნათქვამია, გემოვნებაზე არ დაობენო. „ინსტაგრამზე“ კიმ კარდაშიანის Urus-ი გამოჩნდა, რომელიც მთლიანად ბეწვშია შეფუთული. დიახ, ისევე, როგორც Dumb and Dumber-ში ლოიდის და ჰარის ავტომობილი. ეს ავტომობილი კიმის მაღაზია Skims-ის რეკლამისთვისაა.

ბეწვით Lamborghini-ს მხოლოდ ექსტერიერი არაა დაფარული. სალონიც საკმაოდ ფუმფულაა. ძნელია იმის თქმა, თუ რამდენადაა დაშვებული ამ ავტომობილის გზებზე გადაადგილება.

ეს პირველად არ არის, როცა ვარსკვლავები თავის ყველა კაპრიზს ისრულებენ და შედეგად უცნაურ ავტომობილებს ვიღებთ. გაიხსნეთ, ჯასტინ ბიბერის Rolls Royce. თუმცა, კიმ კარდაშიანის Lamborghini Urus-ი ყველაზე ფუმფულა ავტომობილია, რაც აქამდე გვინახავს.

გაზიარება: