Aa Aa
19 ივნისი 2021  |  12:45

უიშვიათესი Ferrari J50 აუქციონზე იყიდება

ასეთი მხოლოდ 10 ეგზემპლარად არსებობს.

4 წლის წინ Ferrari-მ იაპონიაში თავისი 50 წლის იუბილე აღნიშნა. ავტომწარმოებელმა Ferrari j50 გამოუშვა. ის 488 Spider-ზეა დაფუძნებული და ტვინ ტურბო 3.9-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს.

ამ ავტომობილს ღირებულებას ის ფაქტიც მატებს, რომ ის იშვიათია. ასეთი იაპონიაში მხოლოდ 10 ეგზემპლარად არსებობს.

ახლა კი ამ ათიდან ერთ-ერთი ტოკიოში აუქციონზე იყიდება და მისი ფასი დაახლოებით $3.6 მილიონადაა შეფასებული.

ავტომობილი შავ „მეტალიკშია“. ცნობისთვის, J50 მხოლოდ სახელშეცვლილი 488 არ არის. მას 20 ცხენის ძალით მეტი აქვს. მისი V8 690 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

J50 წარმოუდგენლად ძვირია. თუმცა, მას მომსახურების უფასო სერვისი 2026 წლამდე აქვს. ავტომობილი შესანიშნავ მდგომარეობაშია და გარბენიც დაბალი აქვს. 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 692 კილომეტრი დაფარა.

ეს ავტომობილი Ferrari-ს მოყვარული მილიონერებისთვის ღირებული შენაძენი იქნება.

გაზიარება: