Aa Aa
15 ივნისი 2021  |  11:05

„ფორსაჟის“ საგა 2024 წელს დასრულდება

„ფორსაჟის“ გზის დასასრული ახლოსაა.

ბოლო ინტერვიუში ვინ დიზელმა თქვა, რომ „ფორსაჟი“ მეთერთმეტე სერიის შემდეგ დასრულდება. მისი თქმით, ბოლო ორი ფილმი 2023 და 2024 წელს უნდა გამოვიდეს.

„ყველაფერს აქვს დასასრული“ - ამბობს დომენიკ ტორეტოს როლის შემსრულებელი. თუმცა, იმასაც ამატებს, რომ ეს მთლიანად „ფორსაჟის სამყაროს“ დასასრული არ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ Hobbs and Shaw-ს მსგავსი ფილმები კიდევ გამოვა.

ჯასტინ ლინმა ფილმის 3-6 ნაწილები გადაიღო. ასევე მეცხრეც. როგორც ამბობენ, ბოლო ორ ფილმზეც სწორედ ის იმუშავებს.

„მეცხრე სერია ბოლო თავის პირველ ფილმია“. - ამბობს ლინი. ბოლო ორი ფილმი გმირების თავგადასავალს შეაჯამებს და დაასრულებს.

F9-ს პრემიერა 2020 წელს უნდა შემდგარიყო, თუმცა, კორონავირუსის გამო, რამდენჯერმე გადაიდო. ფილმში პირველად დომენიკ ტორეტოს ძმა იაკობი გამჩნდება. დაბრუნდება ბევრისთის საყვარელი პერსონაჟი ჰანიც. ამ ფილმში გამოყენებულ საუკეთესო ავტომობილებზე კი ჩვენს სტატიაში უკვე გესაუბრეთ.

მეათე ფილმის გადაღება 2016 წელს დააანონსეს და 2021 წელს უნდა გამოსულიყო. პანდემიის გამო კი გეგმები შეიცვალა. პირველი ფილმი 2001 წელს გამოვიდა. როგორც ჩანს, ამ სერიებს 20-წელზე ხანგრძლივი ისტორია ექნება.

გაზიარება: