Aa Aa
20 ივნისი 2021  |  11:32

Jerrari Jeep Wagoneer-ისა და Ferrari 365 GT-ს შვილია

Purosangue წარსულიდან.

წარმოიდგინეთ, რომ 60-იანი წლებია და თქვენ კაზინოს მაგნატი ბილ ჰარა ხართ. ოთხივეწამყვანი „ფერარი“ გინდათ, მაგრამ ენცო ფერარიმ აწყობაზე უარი გითხრათ. რას იზამდით? საკუთარს ააწყობდით, არა? სწორედ ასე მოიქცა ჰარაც. ავტომობილს Jerrari უწოდა და ის ახლა აუქციონზე იყიდება.

ჰარას 1969 წლის Ferrari 365 GT 2+2-ზე ხელი მიუწვდებოდა. მისმა მექანიკოსმა ის თოვლში დაამტვრია. 1969 წლის Jeep Wagoneer-ი შეიძინა და ავტომობილების კომბინაციის შესაქმნელად ფულიც გადაიხადა.  

Jerrari-ს 365 GT 2+2-ის 4.4-ლიტრიანი Tipo 245 V12 ძრავა ჰქონდა, რომელიც 320 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მას Wagoneer-ის 3-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და ოთხივეწამყვანი სისტემა ჰქონდა.

ჰარა Jerrari-ს რამდენიმე წელი მართავდა. საბოლოოდ გადაწყვიტა, Ferrari-ს V12 ძრავა 1977 წლის Wagoneer-ში გადაეტანა. Jerrari-ს კაპოტის ქვეშ V8 ძრავა მოხვდა.

1978 წელს ჰარას გარდაცვალების შემდეგ ავტომობილმა მფლობელი შეიცვალა. ბოლოს კი გერმანიაში აღმოჩნდა. ახლა ის Classic Driver-ზე იყიდება.

ეს უნიკალური ავტომობილი ბევრის ყურადღებას მიიპყრობს. იმედია, ახალი მფლობელი მას პირვანდელ V12 ძრავას დაუბრუნებს.

გაზიარება: