Aa Aa
5 ივლისი 2021  |  11:45

ყველა დროის საუკეთესო იტალიური ძრავები

იტალიელები საფუძვლიანად ამაყობენ იმ ძრავებით, რაც მათ საზღვრებში შექმნილა.

სხვადასხვაგვარობა გასაოცარი რამაა. ერთის მხრივ, არსებობს ძრავები, რომელიც ფანტასტიკურად მძლავრია და სარბოლო ავტომობილებისთვის იქმნება. მეორეს მხრივ კი გვხვდება ძრავები, რომლებიც იმაზე მეტ სიმძლავრეს არ გამოიმუშავებს, ვიდრე მანქანებს უბრალოდ გადაადგილებისთვის სჭირდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, იტალიურ აგრეგატებს განსაკუთრებულობა და ტექნიკური დახვეწილობა თითქმის სულ აქვთ. ქვემოთ კი ყველა დროის საუკეთესო იტალიურ ძალოვან აგრეგატებს წარმოგიდგენთ.

Ferrari Flat 12


1970 წელს, Ferrari-მ ოპოზიტური 12-ცილინდრიანი ძრავა Formula 1-ისთვის შექმნა. ეს კონცეფცია, რომელსაც ძალიან დაბალი სიმძიმის ცენტრი აქვს, 1973 წლის Berlinetta Boxer-ში დამკვიდრდა და ის მწარმოებლის პირველი შუაძრავიანი 12-ცილინდრიანი საგზაო ავტომობილი იყო.

ოპოზიტურმა 12-ცილინდრიანმა ცხოვრება 4.4 ლიტრი მოცულობით დაიწყო. შემდეგ კი 4.9-ლიტრამდე გაიზარდა. ის Testarossa-ს ყველა ვერსიაში ვიხილეთ და საწარმოო ხაზში 1996 წლამდე არსებობდა.

Ferrari V10 F1


Ferrari-ს არც ერთი საგზაო ავტომობილი აღჭურვილა V10 ძრავით, რომელიც სპეციალურად Formula 1-ის რბოლისთვის იქმნებოდა. სულ სამი პროექტი არსებობდა. მესამე 90-გრადუსიანი კუთხის მქონე ცილინდრის რიგით ხასიათდებოდა და ის ყველაზე წარმატებული გამოდგა.

ამ ძრავით ის ბოლიდები იყო წარმოდგენილი, რომლის დახმარებითაც მიხაელ შუმახერმა F1 Drivers’ Championship-ი 2000, 2001, 2002, 2003 და 2004 წლებში მოიგო. 2005 წლის სეზონი კატასტროფა იყო, თუმცა ეს ძრავის ბრალი არ ყოფილა.

Ferrari F136


F136-მა, 2011-დან 2015 წლამდე, International Engine of the Year-ის ექვს კატეგორიაში გაიმარჯვა. მისი მოცულობა 4.0-დან 4.7-ლიტრამდეა და ის F430-ში, 458-სა და California-ში გვხვდება. გარდა ამისა, ამავე ძრავით იყო აღჭურვილი Alfa Romeo 8C-იც.

ასევე, 2008 და 2009 წლების A1 GP-ს სარბოლო სერიებში F136 ერთადერთი დაშვებული ძრავა გახლდათ. 

Ferrari F140


მცირე ზომის F136-ის მსგავსად, Ferrari F140 V12 International Engine of the Year-ის რეგულარული გამარჯვებული იყო. ის 2002 წლიდან გამოდიოდა და მისი მოცულობა 6.0-დან 6.5 ლიტრამდე შეადგენდა. ზომის მიუხედავად აგრეგატს წუთში 9500 ბრუნის შესრულება შეეძლო, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

F140-ის დებიუტი Ferrari Enzo-ში შედგა. ახლა კი ის 812 Superfast-ში გვხვდება. ყველაზე მძლავრ ვერსიაში მას 800 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია.

Ferrari F154


2013 წელს ორმაგი ტურბინითა და პირდაპირი შეფრქვევის მქონე F154 V8 ძრავამ ატმოსფერული F136 ჩაანაცვლა. International Engine of the Year-ის პრიზი 2016-დან 2019 წლამდე დაიმსახურა და 3.0-4.0-ლიტრიან კატეგორიაში New Engine-ის საუკეთესო სპორტულ ძრავად დაასახელეს.

ნორმალურ მდგომარეობაში F154 710 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Ferrari F8 Tributo-ში ცხენის ძალების სწორედ ეს რაოდენობა გვხვდება. SF90 ჰიბრიდულ სპორტულ ავტომობილში კი სიმძლავრე 986 ცხენის ძალითაა განსაზღვრული.

Fiat TwinAir


21-ე საუკუნის ძრავებს შორის, TwinAir-ი საკმაოდ უჩვეულოა, რადგან მხოლოდ ორი ცილინდრი აქვს. მას მოცულობაც გამოარჩევს, რაც 875cc-ს შეადგენს. მისი დებიუტი 2011 წლის Fiat 500-ში შედგა და იმავე წელს International Engine of the Year-ის ტიტული მოიპოვა.

TwinAir-ი პირველი ძრავა გახლდათ, რომელიც სპეციალურად Fiat-ის MultiAir-ის ტექნოლოგიისთვის შეიქმნა. ეს აგრეგატი 105 ცხენის ძალასა და 145 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.

Lamborghini V12 (მეორე თაობა)


V12, რომლის დებიუტიც 2011 წლის Aventador-ში შედგა, სრულად ახალი იყო. მისი მოცულობა 6.5-ლიტრს შეადგენდა. აღნიშნულ ძრავას 690 ცხენის ძალაზე ნაკლები არასდროს გამოუშავებია.

ყველაზე ექსტრემალურ ვერსიაში, ლიმიტირებული წარმოების ტრეკის Essenza SCV12 „ჰიპექარში“, მისი სიმძლავრე 819 ცხენის ძალასაც აღწევდა. ეს ყველაფერი კი ყოველგვარი ტურბინისა და კომპრესორის გარეშე.

Lancia V4


Lancia ვიწრო-გრადუსის მქონე V4 ძრავებს ნახევარ საუკუნეზე მეტი აწყობდა. ეს წარმოუდგენლად კომპაქტური კონცეფცია ოთხივე ცილინდრს საშუალებას აძლევს მცირე მოცულობით იმუშაოს, მაგრამ მაღალი სიმძლავრე ჰქონდეს და თან წონა შეამციროს.

Lancia-ს უკანასკნელი V4 1963 წლის Fulvia-ში ვიხილეთ. Fulvia Coupe HF-ისთვის სპეციალური ვერსია შეიქმნა. ეს ავტომობილი 1972 წლის International Championship for Manufacturers-ზე დომინირებდა. 

გაზიარება: