Aa Aa
16 ივნისი 2021  |  10:53

მოსკოვი ვაქცინირებულებს ავტომობილებს აჩუქებს

რუსეთს ვაქცინაციის დაჩქარება სჭირდება.

მოსკოვი ავტომობილებს პრიზად გასცემს მათზე, ვინც კორონავირუსის ვაქცინას გაიკეთებს. რუსეთი ამას ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად აკეთებს.

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის თქმით, ნებისმიერი სრულწლოვანი, რომელიც 14 ივნისსა და 11 ივლისს შორის ვაქცინის პირველ დოზას გაიკეთებს, გათამაშებაში ავტომატურად ჩაერთვება.

ყოველ კვირას თითო $13,900-იანი ავტომობილი გათამაშდება. ჯამში 5 ავტომობილს გააჩუქებენ.

მოსკოვის მერის თქმით, ვაქცინას ცოტა ადამიანი იკეთებს. 21 მაისისთვის 1.3 მილიონ ადამიანს ჰქონდა პირველი დოზა გაკეთებული. ბოლო დროინდელი შედეგები არ დაუსახელებია.

„ახალი აკრძალვებისთვის თავის ასარიდებლად ვაქცინაციის პროცესი უნდა დავაჩქაროთ“. - ამბობს სობიანინი.

რუსეთმა Sputnik V დეკემბერში გამოუშვა და მას შემდეგ ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია.

გაზიარება: