Aa Aa
17 ივნისი 2021  |  10:57

Hyundai მფრინავი ტაქსების ჰაერში გაშვებას 2025 წელს გეგმავს

როგორც ჩანს, მფრინავი ტაქსები იმაზე ადრე გამოჩნდება, ვიდრე ველოდით.

Hyunadai-ში სურთ, რომ მათი მფრინავი ტაქსები ჰაერში 2025 წელს აიჭრან. პირველად 2028 წელი დაასახელეს. ეს მცირე ზომის ბატარეიანი საჰაერო ხომალდი იქნება, რომელსაც ვერტიკალურად აფრენა და დაფრენა შეეძლება. თუმცა, ახლა ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილების აღმასრულებელი დირექტორის თქმით, საჰაერო ტაქსები შესაძლოა 2025 წელზე ადრე გამოჩნდეს.

Hyundai-მ ბოლო დროს Uber Elevate-სთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. 2020 წლის ელექტრონიკის შოუზე კი მფრინავ ტაქსის კონცეპტი წარმოადგინა.  

Hyundai ასევე ბრიტანულ კომპანია Urban Air Port-თან თანამშრომლობს. ეს საჰაერო ტაქსების ინფრასტრუქტურისთვისაა საჭირო. აეროპორტი ქოვენთრიში უნდა აშენდეს.  .

Hyundai-ს მფრინავი ტაქსტები 5 ან 6 ადამიანის გადაყვანას შეძლებს. მოგვიანებით ტვირთის გადატანის სერვისის დამატებაც შესაძლებელია.  

ასეთი ტაქსების შექმნაზე სხვა კომპანიებიც მუშაობენ. მაგალითისთვის, Boeing და Porsche „პრემიუმ“ ვერსიაზე მუშაობენ. მსგავსი პროექტები Daimler-ს, Geely-სა და Toyota-საც აქვს.

გაზიარება: