Aa Aa
21 ივნისი 2021  |  11:08

GM-ი Chevy Corvette C8-ს შეკვეთებს ვერ უმკლავდება

მწარმოებელს შეკვეთებისთვის ფეხის აწყობა უჭირს.

ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ Chevrolet Corvette GM-ის წარმატებული მოდელია. კომპანია ამერიკული სპორტული ავტომობილების მოთხოვნას ვერ ეწევა.

Chevrolet-ის მარკეტინგის დირექტორის ტონი ჯონსონის თქმით, კომპანია „ახლოსაც არაა ყველა მსურველის მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან. მოთხოვნა მოსალოდნელზე დიდი აღმოჩნდა.  „იმაზე მეტი შეკვეთა გვაქვს, ვიდრე გამკლავება შეგვიძლია“. - ამბობს ის.

ეს განცხადება გასაკვირი არაა, რადგან ავტომწარმოებელს შეფერხებები 2019 წლიდან ჰქონდათ და თან არაერთი. კორონავირუსმა მდგომარეობა გაართულა. 2021 წელს ნაწილების ნაკლებობის გამო Chevrolet-ს შეკვეთების მიღების შეწყვეტა მოუხდა.

მიუხედავად ამისა, კომპანიას საქმე ძალიან კარგად მისდის. 2020 წელს Corvette-ს გაყიდვები 2019 წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა.

ძრავის გადატანა მოდელის წარმატებაზე, როგორც ჩანს, კარგად აისახა. C8 ახალგაზრდა მყიდველების ყურადღებას აშკარად იპყრობს.

გაზიარება: