Aa Aa
22 ივნისი 2021  |  10:57

ახალი თაობის Volvo XC60 სრულიად ელექტრო იქნება

მას ახალი თაობის ბატარეები ექნება.

Volvo-ს ბატარეების შექმნაში ახალი პარტნიორი ჰყავს. მას შვედური კომპანია Northvolt-ი ეხმარება. ამ ბატარეებს მომავალში Volvo-სა და Polestar-ის ავტომობილები გამოიყენებენ. ახალ ბატარეას XC60-ც მიიღებს. ის კომპანიის ყველაზე მასობრივად წარმოებული სრულიად ელექტრო მოდელი იქნება.

Volvo-ს ამბიციური გეგმები აქვს. მათ სურთ, რომ 2030 წლისთვის მხოლოდ ელექტრო ავტომობილები გაყიდონ. ამ დროისთვის ბევრი დეტალი ცნობილი არ არის, თუმცა, როგორც ამბობენ, ახალ კროსოვერს 2024 წელს უნდა ველოდოთ.

Northvolt-თან თანამშრომლობა 2022 წელს შვედეთში კვლევის ცენტრში დაიწყება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მაშინ ისინი ევროპაში ქარხანას გახსნიან. ახალმა ქარხანამ მუშაობა 2026 წელს უნდა დაიწყოს და 3000 სამუშაო ადგილი შექმნას.  

30 ივნისს Volvo გეგმას წარმოადგენს, რომელიც მის გეგმებს კიდევ უფრო ნათელს გახდის.

გაზიარება: