Aa Aa
22 ივნისი 2021  |  11:52

2022 წლის Hyundai Elantra N-ს ავტოსპორტით შთაგონებული დეტალები აქვს

მალე მეტ დეტალს შევიტყობთ.

ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში Hyundai-მ Elantra N გამოაჩინა. თუმცა, ის შეფუთული იყო და ბევრი ვერაფერი დავინახეთ. ახლა კი ორი ახალი ფოტო გვაქვს, რომელიც ამ ავტომობილზე უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის.

როგორც ჩანს, დებიუტი მოახლოვდა და კომპანია სწორედ ამისთვის გვამზადებს. ყველაფერი არც ამ სურათებში ჩანს, თუმცა, რაღაც დეტალებზე მსჯელობის საშუალებას გვაძლევს.

Elantra N-ს უკან მაყუჩის ორი მილი ექნება. ასევე პატარა უკანა ფრთასაც ვხედავთ, რომელიც მაშუქების კომპლექტს უხდება.

მეორე სურათში დისკების თოვლის ფიფქისებრი დიზაინი ჩანს. ალუმინის დისკები Michelin Pilot Sport 4S საბურავებშია შეფუთული. წინა ბამპერზე წითელი დეალებია. N ლოგოც კარგად ჩანს.  

„ეს ავტომობილი სარბოლო შესახედაობის სპორტულ მოდელად შევქმენით, რომელიც თავისი დინამიკური მართვადობის გამო ენთუზიასტებს ეყვარებათ“, - ამბობს Hyundai N ბრენდის ვიცეპრეზიდენტი ტილ ვარტენბერგი.

ზუსტი დებიუტის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ავტომწარმოებელი გვპირდება, რომ მომავალ კვირებში მეტ დეტალს გაგვიმხელს.

გაზიარება: