Aa Aa
16 ივლისი 2021  |  10:21

8 ავტომობილი, რომლებიც Dodge Viper-ზეა დაფუძნებული

ავტოსამყაროში სხვა ავტომწარმოებლის პლატფორმაზე საკუთარი ავტომობილის აწყობა გავრცელებული პრაქტიკაა. როგორც წესი ძრავებს თხოულობენ ხოლმე, თუმცა არსებობს, ბევრი შემთხვევაც, როცა მთლიანად შასი ისესხეს. მაღალი შესაძლებლობების ამერიკულ ავტომობილებში Corvette-ის პლატფორმა ძალიან მოთხოვნადია. თუმცა, Viper-ის პლატფორმა არანაკლებ მოქნილია და მასზე ბევრი საინტერესოა ავტომობილია დაფუძნებული.

Alfa Romeo TZ3 Zagato Stradale  

Alfa Romeo-ს სარბოლო ისტორიის 100 წლის იუბილეზე კომპანიამ TZ3 Zagato Stradale  წარმოადგინა. ავტომობილის სტილზე ლეგენდარულმა Zagato-მ იზრუნა. ეს ავტომობილი სულ 9 ეგზემპლარად აიწყო. მისი ბაზა მეოთხე თაობის Dodge Viper SRT-10 იყო. ამ ყველაფერმა კი TZ3 Zagato Stradale 1963 წლის Alfa Romeo Giulia TZ-ს თანამედროვე ინტერპრეტაცია იყო.

8.4-ლიტრიანი, სრულიად ალუმინის V10 ძრავა 600 ცხენის ძალას და 700ნმ-ს გამოიმუშავებდა.

შედარებისთვის, ორიგინალ TZ-ს 1.6-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 112 ან 160 ცხენის ძალას გვთავაზობდა. მოგვიანებით TZ2 მოდელებს 170 ცხენის ძალა ჰქონდა. თუ, Viper-ზე დაფუძნებული TZ3, მაშინ $700,000-ის გადახდა მოგიწევთ.

Devon GTX

ლოს ანჯელესში დაფუძნებულმა დიზაინის სახლმა Devon Motorworks-მა მეოთხე თაობის Viper-ისგან გენიალური ავტომობილის შექმნა შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის დიდი ნაწილი შეცვალეს, სახურავის ამოცნობა ძალიან ადვილია. დიზაინში ბევრი რეტრო დეტალი შეიტანეს.  

ძრავა Viper-ის მსუბუქად მოდიფიცირებული 8.4-ლიტრიანი V-10 იყო, რომელიც 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. როგორც Alfa Romeo TZ3-ს ინტერპრეტაციის შემთხვევაში, აქაც 6-სიჩქარიანი Tremec TR6060 მექანიკური გადაცემათა კოლოფი გამოიყენეს. სულ 36 ეგზემპლარი უნდა აეწყოთ, მაგრამ მხოლოდ ორია ცნობილი. სერიული ნომრით ერთი (შავი ფერის) და ორი (წითელი).

დონორი ავტომობილიდან სალონში მხოლოდ საჭის ღერძი და საჭე დატოვეს. თავის დროზე Devon GTX თავის დროზე $500,000 ღირდა. 2012 წელს ერთ-ერთი მათგანი $220,000-ად გაიყიდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ავტომობილი საკმაოდ იშვიათია, მყიდველმა კარგი გარიგება და მომავლისთვის კარგი ინვესტიცია მიიღო.

VLF Force One

ერთ-ერთი ბოლო ავტომობილი, რომელიც Viper-ის პლატფორმაზე აიწყო, ასევე ამერიკულია - VLF Force One. მისი დებიუტი 2016 წლის დეტროიტის ავტოშოუზე შედგა. მას გენიალური დიზაინი ჰქონდა, რომელიც ჰენრიკ ფისკერმა შექმნა. Force One-ს ძირი და ტრანსმისია მეხუთე თაობის Viper-ისგან აქვს.

მისი 8.4-ლიტრიანი V-10 ძრავა 745 ცხენის ძალასა და 865 ნმ-ს გამოიმუშავებდა. VLF Force One 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 3 წამში ჩქარდება. მაქსიმალური სიჩქარე - 351კმ/სთ.

ინტერიერი Viper-ისგან ძალიან განსხვავებულია. სალონში მეტი ტყავია გამოყენებული. აღჭურვილობაში სმარტფონთან დაკავშირების სისტემა და სავარძლებს შორის შამპანურის ორი ბოთლის შედის. თავდაპირველი გეგმა 50 ეგზემპლარის აწყობა იყო. საწყისი ფასი - $286,500. საბოლოოდ, მხოლოდ 5 ეგზემპლარად აიწყო და ახლა მათი ფასი უფრო მაღალია.

Bristol Fighter

ეს ავტომობილი ამერიკული და ბრიტანული ავტომწარმოებლის თანამშრომლობის შედეგია. ინჟინერმა მაქს ბოქსტრომმა კუპეს დიზაინი შეიმუშავა, რომელსაც თოლიას ფრთის ფორმის კარი ჰქონდა. Fighter-ი  Jensen Interceptor-საც ჰგავდა და მის მსგავსად, დიდი, წინ მოთავსებული Chrysler-ის ძრავა ჰქონდა.

ცნობილია, რომ ეს ავტომობილი Viper-ზე იყო დაფუძნებული და „უფრო პატარა“ 8.0-ლიტრიანი V10 ძრავა ჰქონდა. პირველი მოდელები 525 ცხენის ძალასა და 712ნმ-ს გამოიმუშავებდა. V-10 6-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ან 4-სიჩქარიან ავტომატიკასთან თანამშრომლობდა. 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 4.0 წამი. 1600 კილოგრამითა და 0.28 წინაღობის კოეფიციენტით, 338კმ/სთ-მდე აღწევდა.

Bristol Fighter S-ის შემთხვევაში ცხენის ძალები 628-მდე გაიზარდა, მაბრუნი მომენტი კი 786ნმ-მდე. ტურბოდაბერვის ძრავიან Fighter T-ს კი 1,012 ცხენის ძალა და 1405ნმ ჰქონდა. 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 3.5 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე 362კმ/სთ ან 430კმ/სთ.  

ჯამში 9-14 ავტომობილია აწყობილი.  1,012-ცხენისძალიანი Fighter T სერიულ წარმოებაში ვერ მოხვდა. Bristol Fighter-ის დაბრუნება 2022 წელს იგეგმება.

PREFIX VIPER MEDUSA ROADSTER

ტექნიკურად, ეს ავტომობილი Dodge Viper-ია. თუმცა, მეხუთე თაობა (VX-1) როდსტერის სახით არასდროს შემოუთავაზებიათ, სანამ Prefix Performance-მა მისი გარდაქმნა არ გადაწყვიტა. ეს ავტომობილი სპეციალურ ღონისძიებაზე, Viper-ის კლუბის 500 წევრის შეკრებაზე წარმოადგინეს.

მიჩიგანში დაფუძნებულმა სტუდიამ მიზნად 10 ავტომობილის აწყობა დაისახა. უცნობია, რამდენი აიწყო საბოლოოდ. მოულოდნელად, უსახურავო Viper-ს უფრო დიდი საბარგული აღმოაჩნდა, ვიდრე კუპეს. მოდიფიკაცია კი $35,000 ჯდებოდა.

რაც შეეხება ტექნიკურ მონაცემებს, მას 8.4-ლიტრიანი V10 ძრავა ჰქონდა, რომელიც 645 ცხენის ძალასა და 813ნმ-ს გამოიმუშავებდა.

DODGE VIPER DEFENDER

1994 წელს Chrysler-მა სატელევიზიო სერიები “Viper” გამოუშვა. ეს იყო “Knight Rider-ის” ვერსია Chrysler-ისგან.

სერიალის მთავარი გმირი Viper Defender-ს მართავდა, რომელიც პირველი თაობის Viper RT/10-ის ძლიერად მოდიფიცირებული ვერსია იყო. მოკლედ რომ ვთქვათ, Defender-ს კორპუსი წითელი Viper-ის ჩონჩხზე იყო "გადაკრული".

შოუ 1998 წლამდე გაგრძელდა.

Viper Defender-ი სპეციალურად Chrysler-მა შექმნა და არა ფილმების დიზაინერებმა, როგორც ეს ფილმებში გამოყენებული ავტომობილების შემთხვევაში ხდება ხოლმე. ავტომობილის უნიკალურ დიზაინზე სტივ ფერერიომ იზრუნა. ასეთი ავტომობილი სულ 14 ეგზემპლარად აიწყო და მხოლოდ ფილმისთვის იყო განკუთვნილი.

Chrysler Firepower

Chrysler Firepower-ის დებიუტი 2005 წელს შედგა. ის უფრო დახვეწილი Dodge Viper-ი უნდა ყოფილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ Viper-ის შასი ჰქონდა, ძრავა 6.1-ლიტრიანი HEMI V-8 იყო, რომელიც 42 ცხენის ძალასა და 569ნმ-ს გამოიმუშავებდა.

0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 4.5 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 280კმ/სთ.

DODGE COPPERHEAD / CONCEPT VEHICLE

ავტომობილი 2006 წელს უნდა გამოსულიყო. თუმცა, ეკონომიკური კრიზისის გამო Chrysler-ი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა და ეს ავტომობილი წარმოებაში ვერ მოხვდა.

Firepower შესანიშნავი იდეა იყო, თუმცა, 1997 წელს Chrysler-ს სხვა ვერსიაც ჰქონდა. მათ კარგად გაიაზრეს, რომ Dodge Viper-ის საყიდლად $75,000 ყველას არ ჰქონდა. გადაწყვიტეს ამ ავტომობილის ბიუჯეტური ვერსია გამოეშვათ. Viper-ის შასიში 2.7-ლიტრიანი DOHC V-6 ძრავა ჩასვეს, რომელიც 220 ცხენის ძალას და 255ნმ-ს გამოიმუშავებდა. ეს იყო Miata სტეროიდებზე.

ავტომობილი სერიულ წარმოებაში 2000 წელს უნდა ჩაშვებულიყო, მაგრამ რატომღაც ეს არ მოხდა. პრობლემა სახელმა შექმნა. ის სახელს 1950-იანი წლების Ford-ის კუპესთან იზიარებდა, რომელსაც როკ ვარსკვლავი ბილი გიბსონი ფლობდა. ეს ავტომობილი უკვე იყო დარეგისტრირებული, როგორც “Copperhead”. 

შედეგად, სახელი გადაერქვა და მას უბრალოდ კონცეპტი უწოდეს. წარმოებაში რომ მოხვედრილიყო, მისი ფასი $30,000 იქნებოდა. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი სრულიად ფუნქციური პროტოტიპი აიწყო.

გაზიარება: