Aa Aa
17 ივლისი 2021  |  12:01

5 მიმართულება, რომლის მხრივაც Audi ბოლო 50 წელიწადში განვითარდა

50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „აუდის“ რეკლამაში ფრაზა “Vorsprung Durch Technik“ გამოჩნდა. ეს ფრაზა კომპანიის რეკლამების განყოფილებიდან ჰანს ბაუერნმა მოიფიქრა და „ტექნოლოგიურ პროგრესს“ ნიშნავს. რა თქმა უნდა, ამ გერმანულმა ავტომწარმოებელმა მართლაც საოცარი ტექნოლოგიური პროგრესი განიცადა. ამ სტატიაში კი თქვენ ამის 5 მაგალითს გაგაცნობთ.

Quattro სისტემა

Audi-ს ოთხივეწამყვანი სისტემა არ გამოუგონებია, თუმცა, მისი quattro სისტემის გარეშე, საეჭვოა, ეს ტექნოლოგია ამდენად დახვეწილი ყოფილიყო. ამ სისტემაზე „დაიმლერში“ 1907 წელს მუშაობდნენ. Jensen-ს კი FF-ი მოდელი ჰყავდა, მაგრამ სწორედ Audi იყო ავტომწარმოებელი, რომელმაც რალის მსოფლიო ჩემპიონატზე სრულყოფილი quattro სისტემა წარმოადგინა.

პირველი quattro Audi 80 Coupe იყო, რომლის 5-ცილინდრიანი ძრავა გრძივად იყო განლაგებული, რაც წონის საუკეთესო განაწილებას განაპირობებდა. ახალი სისტემა უკეთეს ჩაჭიდებას იძლეოდა, ვიდრე ის ავტომობილები, რომლითაც 1981 წელს ჰანუ მიკოლამ და მიშელ მუტონმა გამარჯვება შეძლეს. „კუატროებმა“ რალის 1982 და 1984 წლის ჩემპიონატები მოიგეს. ეს ტექნოლოგია კი საგზაო ავტომობილებში მალევე დაინერგა. თანამედროვე „აუდები“ ოთხივეწამყვანი სისტემის მიმართ 5 სხვადასხვა მიდგომას გვთავაზობს.

აეროდინამიკა

1982 წლის Audi 100 ყველაზე აეროდინამიკული სერიული წარმოების ავტომობილი იყო. 0.30 Cd ფაქტორი Ford Sierra-ს დამარცხებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. გუნდი იმდენად ამაყი ამით, რომ  0.30 Cd წარწერებით სტიკერებიც დაამზადეს. არც ერთ კომპანიას გამოუყენებია ასე კარგად აეროდინამიკა მარკეტინგულ იარაღად.

როგორ მიაღწია Audi 100-მა ასეთ წარმატებას? ის “Forschunsauto FV Auto 2000” კონცეპტზე იყო დაფუძნებული, რომლის დებიუტიც 1981 წლის ფრანკფურტის ავტოშოუზე შედგა. ეშმაკი კი დეტალებშია. ჩამალული საწვიმარი მილები, ჩამაგრებული საქარე და უკანა მინა, ჩარჩოში ჩასმული გვერდითა შუშები ქარის „მოტყუებაში“ ეხმარებოდა. კაპოტის პატარა ფრთა ჰაერს საქარე მინის საწმენდების ქვეშ ატარებდა. 14-ინჩიანი საბურავებით Audi 100 მსოფლიოში ყველაზე აეროდინამიკული ავტომობილი იყო.

ალუმინი

Audi ალუმინით ექსპერიმენტების ჩატარებას არასდროს ერიდებოდა. 1994 წელს მათ უკვე გამოცდილება ჰქონდათ იმისთვის, რომ რაღაც მსუბუქი შეექმნათ. მდიდრული სედანი A8 მთლიანად ალუმინის პლატფორმაზე ააწყეს, რომლის განვითარებასაც 12 წელი დასჭირდა. ეს პლატფორმა 40%-ით უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე ფოლადის სტრუქტურა. იმ დროს ინოვაციური ტექნოლოგიებით კომპაქტური A2-ც აიწყო, თუმცა, ნამდვილი მარგალიტი ახალი A8 იყო. ფოლადთან შედარებით, ალუმინი და მისი წარმოებაში გამოყენების პროცესი ძალიან ძვირი ჯდებოდა. ამიტომ, A2-მა ისეთ წარმატებას ვერ მიაღწია, როგორსაც ავტომწარმოებელი ელოდა. ეს პლატფორმა ახლა მხოლოდ A8 და R8 მოდელებში გამოიყენება. თუმცა, ეს გამოცდილება TT, A6 და A7 Sportback ვერსიებშიც შეინიშნება.

ავტონომური მართვის სისტემა

2017 წელს Audi-მ ამაყად გამოაცხადა, რომ A8 ახალი მესამე დონის ავტონომური მართვის სისტემით იქნებოდა აღჭურვილი. Audi-ს ხელოვნური ინტელექტი საცობებში სრულ კონტროლს იღებს, ჩქარდება, ამუხრუჭებს და საჭეს მძღოლის ჩარევის გარეშე მართავს. ეს სისტემა შეიმუშავეს იმისთვის, რომ იმოქმედოს მაგისტრალზე, სადაც საპირისპირო მოძრაობას ბარიერი ყოფს. აღჭურვილია რადარით, ლაზერებითა და სკანერებით. მას ავტონომურად პარკირებაც შეუძლია. ამ მხრივ, კომპანია მომავალში კიდევ ბევრ სიახლეს შემოგვთავაზებს.

Artemis

„ტექნოლოგიური პროგრესის“ ახალი ნაწილი 2021 წლის მიუნხენის ავტოშოუზე გამოჩნდება. იქ წარმოადგენენ სრულიად ელექტრო პლატფორმა SSP-ს, რომელიც Artemis-ის ჯგუფმა შეიმუშავა. პირველი ავტომობილი, რომელიც ამ პლატფორმით გამოჩნდება, A9 e-tron იქნება. Artemis-ის პროექტით Audi მოხიბლული არ დარჩა. თანამდებობიდან კი ალექს ჰიტცინგერის გადაყენება მოუწიათ. მისი ადგილი ოლივერ ჰოფმანმა დაიკავა. თუ ჰოფმანი შეძლებს და Artemis-ს სწორ რელსებზე დააყენებს, ამ ავტომობილის გაყიდვები 2025 წელს დაიწყება.  

გაზიარება: