Aa Aa
7 აპრილი 2020  |  17:50

Top 10 ვინტაჟური ავტომობილი, რომლის ყიდვაც გაგიჭირდებათ

რთულია, წინასწარ გათვალო მომენტი და აირჩიო იმ კონკრეტული ავტომობილის მოდელი, რომელსაც, როგორც კარგ ღვინოს ასაკთან მატებასთან ერთად, ფასიც ემატება. იყიდო ავტომობილი და 10 წლის შემდეგ ბევრად უფრო ძვირად გაყიდო. აქ თქვენ ნახავთ 10 ავტომობილს, რომლებმაც არა მხოლოდ დროს გაუძლო, არამედ უფრო ღირებულიც კი გახდა.

Porsche 944 ( 1982 – 1991 )

944 მოდელმა შეცვალა 924, რომელსაც ხშირად ღარიბი ხალხის „პორშეს” ეძახდნენ. 944-სგან განსხვავებით 924 მოდელზე ბევრი ნაწილი Volkswagen-ისგან და Audi-სგან მიდიოდა.

ასე რომ, 944-ის შეკეთება მისი წინამორბედისგან განსხვავებით ბევრად ძვირი ჯდებოდა.
მათ ფასებს შორის დიდი სხვაობა იყო. ტურბო და S2 ვერსია 3.0 ძრავით ბევრად ძვირი ღირდა, ვიდრე მისი წინა 2.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავის მოდელი.

Citroen 2CV ( 1948 – 1990 )

2CV ეს არის ავტომობილი, რომლის ზედმეტსახელია „იხვი“. ერთ დროს მისი ფასი მართლაც უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ნამდვილი იხვის ცხოველთა ბაზარში. გავიდა დრო და ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ახლა 2CV, ძველ ავტომობილებს შორის, ერთ-ერთი წარმოსადეგი ავტომობილია.

მისი შედარებით ახალი ვერსიების ყიდვას თქვენ ჯერ კიდევ შეძლებთ დაბალ ფასში, ხოლო ძველი ვერსიის ყიდვისთვის რა თქმა უნდა ბევრად მეტი თანხა დაგჭირდებათ. საბედნიეროდ, მათი ღირებულება ჯერ-ჯერობით არც თუ ისე მაღალია.

 

 

 

BMW E30 M3 ( 1982 – 1993 )

მესამე სერია BMW-ს მეორე გამოშვება იყო და დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს ყველაზე პოპულარული მოდელი არის. თავდაპირველად E21 მხოლოდ კუპეს ვერსიით გამოდიოდა. E30-ის შემთხვევაში კი არსებობს კუპე, 4-კარიანი სედანიც და ფურგონიც.

ძრავების მხრივ მყიდველს ფართო არჩევანი ჰქონდა: 4-ცილინდრიანი 315; 316; 318 და 6-ცილინდრიანი ბენზინის აგრეგატით აღჭურვილი 320; 323; 325 მოდელები. E30 იყო ის პირველი მე-3 სერიის BMW, რომლისგანაც შექმნეს სპორტული მონსტრი BMW M. ბოლო წლებში ამ ავტომობილის ფასი საგრძნობლად იზრდება და პოპულარობაც უფრო და უფრო იმატებს.

 

Volkswagen T2 ( 1967 – 1979 )

Volkswagen- ის მინივენის პირველი T1 მოდელისგან განხვავებით , მისი მეორე მოდელის T2-ის ფასები, ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა.

პირველი მოდელის T1-ის შოვნა დღესდღეობით რთულიც არის. რაც შეეხება T2-ს, მას ორი გამოშვება ჰქონდა. პირველი T2 A ოდნავ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მეორე თაობის T2 B. განსხვავება მათ შორის ძალიან მცირეა, რომელიც ძარის წინა ნაწილის სხვაობაში იკვეთება. ორივე მოდელის ფასი საკმაოდ მაღალია.

  

Fiat 500 ( 1957 – 1975 )

გერმანელებს ჰყავდათ „ხოჭო“, მათ არც იტალიელები ჩამოუვარდებოდნენ. მათ შექმნეს Fiat 500, რომლის ზედმეტსახელიც იტალიურად იყო „Bolleke” ანუ „ზურგჩანთა“. სავარაუდოდ, მისი წარმატების და პოპულარობის საიდუმლო მის ზომაში იყო, რამაც იგი ქალაქისთვის იდეალურ ავტომობილად აქცია.

1957-დან 1975 -ის ჩათვლით 4 მილიონი ავტომობილი გაიყიდა. დღეს კი არა მათი რაოდენობა, არამედ მათი ღირებულება იზრდება.

 

Porsche 911 / 964 ( 1989 – 1994 )

Porsche 911 სერია წარმოებაში 1963 წლიდან არის ჩაშვებული და კიდევ დიდხანს იარსებებს. ახალი დიზაინით იგი დღესაც გამოდის. 911-ის შეძენისას თქვენ უკვე ამტკიცებთ იმას, რომ თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი რამ გაქვთ გაკეთებული.

964-ის თაობას იმ პერიოდის "პორშეებისთვის" დამახასიათებელი ჰაერის გაგრილების სისტემის მქონე ძრავა აქვს. ბოლო წლებში მათი ფასი მკვეთრად გაიზარდა. მიზეზი მარტივია: 964-ისთვის 25 წელი უკვე საკმაოდ ბევრია და იგი ვინტაჟურ მოდელს მიეკუთვნება. ასე რომ, გადასახადები იზრდება და მათი შენახვაც რთული ხდება.

 

 

Volkswagen Golf 2 GTI ( 1984 – 1991 )

Volkswagen Golf 2 GTI თითქმის ყველა ავტომოყვარულის ოცნება არის, რომელიც 70-იან წლებში დაიბადა. Golf II GTI ბაზარზე თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი. მრავალი წლის განმავლობაში პოპულარობას არ კარგავდა. ბოლო წლებში კარგ მდგომარეობაში მყოფი Golf II GTI ისევ მოთხოვნადი გახდა, განსაკუთრებით ქარხნულად წითლად შეღებილი მოდელები.

ყველა მოდელი 8V, 16V, G60 და ასევე Rallye Golf II დღემდე რჩება და თავისუფლად შეგვიძლია მოვიხსენიოთ, როგორც კარგი ინვესტიცია. დარწმუნებულები იყავით, რომ მომავალში მათი ფასი გაიზრდება, რადგან, Golf-ების რაოდენობისგან განსხვავებით, მოთხოვნა არ იკლებს. შეგვიძლია ეს ყველაფერი დავადასტუროთ Golf I-ის მაგალითით. ისიც მოთხოვნადია და კარგ მდგომარეობაში მყოფი ორიგინალი ვერსია უკვე რთულად საშოვნელია.

Citroen DS ( 1955 – 1975 )

Citroen DS არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მოდელი Citroen – ის ისტორიაში. მისი ბელგიური მეტსახელია „რკინა“, ხოლო ნიდერლანდებში მისი მეტსახელია „ლოქო“, რომელსაც მისი ფორმა განაპირობებს.

სხვა დამახასიათებელი თვისება მისი ჰიდრავლიკური დაკიდების სისტემაა. იგი გზაზე ძალზედ მოქნილია, ხოლო პარკირების შემდგომ მისი სიმაღლე ასფალტის საფართან სწორდება , რასაც ჰიდრავლიკური დაკიდების სისტემა განაპირობებს.

მისი 4-კარიანი სედანის ვერსიის შოვნას თქვენ უფრო იოლად და დაბალ ფასში შეძლებთ. DS -ის კაბრიოლეტი ვერსია კი გაცილებით ძვირი ღირს.

Toyota Corolla AE86 ( 1983 – 1987 )

AE 86 ცნობილი იყო იმით, რომ ის იყო ავტომობილის ერთ-ერთი მოდელი, რომელსაც დრიფტით გატაცებული ადამიანი აირჩევდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასევე იყიდებოდა ევროპის ტერიტორიაზეც. თუმცა Corolla-ს ევროპის ტერიტორიაზე ექსპორტმა დიდი პოპულარობა ვერ მოუტანა.

 

დღეს ძალზედ რთულია იშოვო ორიგინალ მდგომარეობაში მყოფი Corolla AE 86. თუ შეძლებთ და შეიძენთ კარგ მდგომარეობაში და, რაც მთავარია, ორიგინალი ნაწილების მქონე Corolla-ს, ის აუცილებლად იქნება მარჯვენა საჭიანი, რაც მას არც ისე მომხიბვლელს ხდის.

Renault 5 GT Turbo ( 1985 – 1991 )

თუ თქვენ ახსენებთ Renault 5 GT Turbo-ს, ადამიანების უმეტესობა დიდძრავიანი ავტომობილის ვერსიას წარმოადგენს, სადაც ავტომობილის უკანა სავარძელი ნორმალურია. იმდროინდელი ავტომოყვარულისთვის სავარძელი და დიდი მოცულობის ძლიერი ძრავი მთავარი არ იყო. 

საბედნიეროდ Renault-მ Renault 5-ის მეორე თაობის ძალზედ მძლავრი Turbo ვერსია გაყიდა: GTT ან მეორე სახელით ცნობილი 5 GT Turbo. გამოშვებული ორიგინალი ვერსიის შოვნა რთულია, რაც მის ფასზე პირდაპირ მოქმედებს. ეს პატარა მძლავრი სპორტული მანქანა დღემდე საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო პატარა სპორტულ ავტომობილად რჩება.

 

გაზიარება: