Aa Aa
15 აგვისტო 2021  |  09:47

როგორ უნდა განვასხვაოთ საბურავები ერთმანეთისგან?

საბურავი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ჰაერით გაბერილი სიმრგვალე. ის ინჟინერიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

საბურავი ბევრი სხვადასხვა შემადგენლობის, ფორმის, ფუნქციის და სეზონისაა.  კარგი საბურავი ბევრ დაბრკოლებას უნდა გაუმკლავდეს.

არსებობს ორი მთავარი ფაქტორი, რაც ერთმანეთისგან გარჩევაში დაგვეხმარება: რეზინის შემადგენლობა და პროტექტორის ტიპი.

რა თქმა უნდა, გზის ზედაპირი და ამინდი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. როცა საბურავი სწორადაა შერჩეული, მაშინ თქვენ ავტომობილს კარგი მართვადობა და ჩაჭიდება აქვს. 

მოდით, განვიხილოთ ის უპირატესობები, რაც თითოეულ მათგანს აქვს. 

ზაფხულის საბურავები

ზაფხულის საბურავები ამინდის შედარებით თბილ პირობებში მშრალ და სველ ზედაპირზეც უკეთეს ჩაჭიდებას განაპირობებს. მას ნაკლები ხახუნის ძალა აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებია, როგორც ცვეთა, ასევე ხმაურიც.

პროტექტორი ზაფხულის საბურავებზე უფრო გარშემოდენილია, ვიდრე ზამთრის საბურავებზე. ნაკლები ღარი აქვს და უფრო გლუვი ზედაპირი. ეს წყლის დაგროვებისგან იცავს. პროტექტორის მიწასთან შეხება მაქსიმალიზირებულია. ზაფხულის მშრალ დღეებში საუკეთესო ჩაჭიდებასა და დამუხრუჭებას გვთავაზობს.

რეზინის შემადგენლობისა და პროტექტორის ტიპის გამო, ამ საბურავების ზამთარში გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. როცა ტემპერატურა 7 გრადუსზე დაბლა ეცემა, შემადგენლობა ხილტი ხდება და თოვლსა და ყინულს ვერ უმკლავდება.

ზამთრის საბურავები

ზამთრის საბურავები წვიმაში, თოვლში ყინულზე ან უბრალოდ ამინდის ცივ პირობებში უკეთეს ჩაჭიდებას გვთავაზობს.

პროტექტორის შემდგენლობა უფრო ნატურალური რეზინაა, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 გრადუსზე დაბლა არ ხისტდება. პირიქით, ის უფრო მოქნილია და სამუხრუჭე მანძილს ამცირებს.

მას უფრო მეტი ღარი აქვს. თოვლში უკეთესად ეფლობა. ჭყლაპსა და წყალს კი კარგად უმკლავდება. ჰიდროპლანირების შანს ამცირებს.

ზამთრის საბურავები ზაფხულში არ უნდა გამოვიყენოთ. შემადგენლობა მშრალი ასფალტისთვის ზედმეტად რბილია. ეს იმას ნიშნავს, რომ საბურავი უფრო სწრაფად გაცვდება. გაზრდილი ხახუნის ძალა კი საწვავის გაზრდილ მოხმარებაზე აისახება.

ყველა სეზონის საბურავები

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ყველა სეზონის საბურავები ზაფხულისა და ზამთრის მახასიათებლებს აერთიანებს. რეგიონებში, სადაც რბილი ზამთრის პირობებია, ეს საბურავი საუკეთესო არჩევანია.

ასეთი საბურავები ფულს და დროს ზოგავს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ზამთრისა და ზაფხულის საბურავები შესაბამის ამინდის პირობებში უკეთ გამოიყურება.

პნევმატიკური საბურავები

ე.წ. Run-flat საბურავები, ანუ  პნევმატიკური სალტე გაძლიერებული გვერდულებით, ერთ-ერთი საუკეთესო გამოგონებაა. საბურავის დაზიანების, ან წნევის მოულოდნელად დავარდნის შემთხვევაში, პნევმატიკური საბურავი ისევ მუშაობს და სახლამდე მშვიდობით მიგიყვანთ.

უფრო კონკრეტულად კი დაზიანების შემთხვევაში ასეთი საბურავით 80 კილომეტრის გავლას შეძლებთ. რა თქმა უნდა, მათ ვეღარ შეაკეთებთ და გამოცვლა დაგჭირდებათ.

4x4 სატვირთოს საბურავები

4x4 სატვირთოებს უფრო ფართო საბურავები და უფრო ღრმა ღრმულებიანი ზედაპირი აქვს. ჩვეულებრივი საბურავები ტალახში ნაკლებად პროდუქტიულია. ღრმულები ტალახით ივსება. 4x4 საბურავებს უკეთესი ჩაჭიდება აქვს ტალახში, ბალახსა და თოვლში, თან ისე, რომ ღრმულები არ ივსება და არ ეფლობა.

Performance საბურავები?

Performance საბურავებზე ვრცლად ჩვენს სტატიაში უკვე გესაუბრეთ. ასეთ საბურავებს მაღალი წებოვნება აქვს, რომელიც მისი ქიმიური შემადგენლობით და დიზაინით არის გამოწვეული. ეს საბურავები სწრაფი ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი. სპეციალურად შექმნილი დიზაინი აუმჯობესებს რეაქციას, მართვადობას და ჩაჭიდებას.  

Performance საბურავები ერთმანეთისგან ხარისხებით განსხვავდება. ამ ხარისხებს ყველა ავტომწარმოებელი სხვადასხვაგვარად მოიხსენებს. თუმცა, სამ კატეგორიად დაყოფა მაინც შეიძლება:

  • Performance
  • Summer Performance 
  • R-Compound 

გაზიარება: