Aa Aa
24 ივლისი 2021  |  13:14

ეს ლურჯი Ferrari F40 შესაძლოა თქვენი გახდეს

ოფიციალურად, ქარხნულად გამოშვებული ყველა Ferrari F40 წითელი ფერის იყო. მიუხედავად ამისა, წლების შემდეგ ჩვენ ყვითელ და შავ ფერში შეღებილი ეგზემპლარებიც ვიხილეთ, რომლებიც მომხმარებლებმა თავიანთი გემოვნების მიხედვით მოირგეს. F40-ების ბაზარზე კი რთულია ისეთ მოდელის მონახვა, რომელიც წითელ ფერში არაა შეღებილი. სურათზე ინგლისში ყველაზე ცნობილი „არა-წითელი“ F40-ია გამოსახული.

მიუხედავად იმისა, რომ ამ Ferrari-მაც ცხოვრება წითელ ფერში დაიწყო, 2004 წელს ის Liberty Walk-ს ჩაუვარდა ხელში. 2010 წელს ის თეთრად შეღებეს და LM-ის მახასიათებლებს შეუსაბამეს. ოთხი წლის შემდეგ ავტომობილი დილერმა შეიძინა, რომელმაც ამჟამინდელ მფლობელზე გაასხვისა. ახალმა მეპატრონემ ის ქარხნულ მახასიათებლებზე გადააწყო, მაგრამ Porsche-ს Aqua Blue Metallic-ის ფერში შეღებვა გადაწყვიტა. აღნიშნული ფერი 17-იან Speedline-ის დისკებთანაა დაკავშირებული, რომელზეც Pirelli P-Zero-ს საბურავებია გადაკრული.

ახლა მას UK-ში მცხოვრები ფოტოგრაფი, სემ მური ყიდის. ეს ავტომობილი უამრავ ღონისძიებაზე ვიხილეთ და მას თითქმის ყველა იცნობს. ბოლო დროს ის Shme150-ის სახელით ცნობილ YouTube-ის არხზეც გამოჩნდა. ვიდეოში კი Tubi-ს პირდაპირი გამშვები სისტემის ხმაც კარგად ისმოდა.

F40-ის გასაყიდი განცხადება The Market-ზეა ატვირთული და მისი ფასი 765 500£-ს შეადგენს.

გაზიარება: