Aa Aa
25 ივლისი 2021  |  10:18

Durango SRT Hellcat-ი „დრეგში“ Corvette C8-ს ანადგურებს

ახლოსაც კი არ იყო.

აპრილში ვნახეთ, თუ როგორ გაანადგურა Dodge Durango SRT Hellcat-მა Chevrolet Corvette C8 დრეგში. ორივე ავტომობილი ქარხნული იყო. საბოლოოდ, სუვმა შუაძრავიან, სპორტულს ავტომობილს აჯობა.

ამჯერად Hennessey Performance-მა ორივე ავტომობილი გააძლიერა და ახალი რბოლის მოწყობა გადაწყვიტა 

Durango Hellcat-ი HPE1000 განახლებით 1012 ცხენის ძალასა და 1 314 ნმ-ს გამოიმუშავებს.

ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ქარხნული Corvette-ს მონაცემები. თუ გავითვალისწინეთ, რომ Durango-მ ამ რბოლაში ქარხნულ მდგომარეობაშიც გაიმარჯვა, C8-ს შანსი არ აქვს.

Hennessey-მ ავტომობილის განახლებაში ყველაფერი ჩადო. მაგრამ, კითხვა სულ სხვაა. რად უნდა საოჯახო სუვს ამხელა ძალა?  

ატელიე HPE1000 განახლებას მხოლოდ 50 ავტომობილს დაუმატებს. ამიტომ, მსურველებს გადაწყვეტილების მიღება სწრაფად მოუწევთ.  

 

გაზიარება: