Aa Aa
23 ივლისი 2021  |  11:35

5 რჩვევა იმისათვის, რომ გრძელ გზაზე მოგზაურობისას არ ჩაგვეძინოს

საჭესთან გეძინებათ? გაეცანით რჩევებს, რათა საჭესთან ჩაძინება თავიდან აირიდოთ.

DriveTribe-ის გუნდმა კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანიც იმ მიზეზების დადგენა იყო, რატომაც მძღოლებს საჭესთან ოდესმე ჩასძინებიათ. კვლევის შედეგებმა კი საინტერესო გარემოებები გამოავლინა.

საჭესთან ძილის გამომწვევი მიზეზები და მათი წილობრივი განაწილება:

♦ 34.6% დატვირთული სამუშაო დღე;
♦ 21.9% გათენებული ღამეები;
♦ 15.8% გვიანი ღამის პერიოდში მართვა;
♦ 13.5% გრძელი დისტანციის ერთ დღეში დაფარვის მცდელობა;
♦ 7.4% სხვა;
♦ 6.9% გრძელი მანძილის შეუსვენებლივ დაფარვა.

იმისათვის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა მიზეზების გამო საჭესთან ჩაძინება თავიდან აირიდოთ ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები უნდა დაითვალისწინოთ. აღნიშნულ რეკომენდაციებს Speepfoundation-ი, Traveltaleoflife-ი და Shape-ი გასცემს.

1. მგზავრობისას აიღეთ მცირეხნიანი შესვენებები


ამ შეცდომაs მძღოლები ხშირად უშვებენ. გაითვალისწინეთ, რომ მანქანის მართვა ერთჯერადად 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში საფრთხის შემცველია. როდესაც გრძელ გზაზე გამგზავრებას დააპირებთ, კარგი იქნება თუ ყოველ 2-3 საათში 10-დან 20 წუთამდე შეისვენებთ.

ნუ შეეცდებით, რომ ერთ დღეში შესაძლებელზე მეტი დისტანცია დაფაროთ. იმ შემთხვევაში თუ ძილი მოგერევათ, გააჩერეთ ავტომობილი და შეისვენეთ. კარგი იქნება თუ რამდენიმე წუთი წაუიძინებთ და გზას დასვენებული გააგრძელებთ.

2. არ მართოთ ავტომობილი გვიანი ღამის პერიოდში


უსაფრთხოდ მგზავრობისთვის უმჯობესი იქნება, თუ გვიანი ღამის პერიოდში მართვას მოერიდებით. იმ შემთხვევაში თუ მაინც გადაწყვეტთ, შეეცადეთ, რომ შაქრიანი საკვები ან სასმელი არ მიიღოთ. მაქსიმალურად მოტივირებული იყავით, რომ ორგანიზმმა ჯანსაღი პროდუქტი მიიღოს, მაგალითად - ხილი. გარდა ამისა, კოფეინის მიღება სიფხიზლის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.

3. არ მიიღოთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მგზავრობის წინა დღეს


როდესაც მეგობრებთან ერთად დროს წვეულებაზე ატარებთ, მაღალი ალბათობაა იმისა, რომ ალკოჰოლს დიდი რაოდენობით მიიღებთ. თუ იცით, რომ მეორე დღეს გრძელი გზა გაქვთ გასავლელი, მაშინ თავი აუცილებლად უნდა შეიკავოთ. სასმელს თავისი ეფექტი მეორე დღეს აუცილებლად ექნება, რაც თქვენს გადაწყვეტილებებზე გავლენას იქონიებს. გრძელ გზაზე სიარულისას კი ყურადღება და მობილიზებულობა მაქსიმალურად გჭირდებათ.

4. შეეცადეთ, რომ მგზავრობის წინა დღეს კარგად გამოიძინოთ


მძღოლების უმეტესობა გრძელ გზის დაწყებას დილის საათებიდან იწყებს. ადრე გაღვიძების გამო შესაძლოა გამოუძინებელი დარჩეთ. სწორედ ამიტომ შეეცადეთ, რომ მგზავრობის წინ მაქსიმალურად დაისვენოთ. ამგვარად თქვენ მეორე დღეს ფხიზლად და მხნედ იქნებით. გრძელ გზაზე მგზავრობის წინ ძილის ყველაზე ოპტიმალური ხანგრძლივობა 8-დან 9 საათი გახლავთ.

5. იმოგზაურეთ კიდევ ერთ მძღოლთან ერთად


კარგი იქნება თუ ავტომობილში. თქვენთან ერთად, ისეთი ადამიანი იჯდება, რომელსაც მართვა შეუძლია. როდესაც დაიღლებით, მეორე მძღოლი შეგენაცვლებათ, ხოლო თქვენ დაისვენებთ. ასევე, ერთმანეთში საუბარი მგზავრობას ნაკლებად მოსაწყენს და ერთფეროვანს ხდის, რაც უფრო ფხიზლად გამყოფებთ.

გაზიარება: