Aa Aa
22 ივლისი 2021  |  12:14

Group 4-ს Audi Quattro აუქციონზე იყიდება

Audi Quattro-ს ოქროს ხანა Group B რალი იყო. მაგრამ, მისი დიდება ჯერ კიდევ Group 4-ში დაიწყო. დღევანდელ აეროდინამიკას და ძალას მაშინდელ ოთხივეწამყვან კუპეებს უნდა ვუმადლოდეთ. ახლა კი ერთ-ერთი მათგანი აუქციონზე იყიდება.

Group 4-ს სარბოლო ავტომობილი 1981 წლის მოდელია. დღეს მისი რბოლებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა, თუ ახალ მფლობელს რბოლებში მონაწილეობა მოუნდება, ის სრულ მზადყოფნაშია. მისი რბოლებში მონაწილეობა 2026 წლამდეა შესაძლებელი. შემდეგ კი FIA-ს თანხმობა დასჭირდება.

განახლებული 2.1-ლიტრიანი 5-ცილინდრიანი ძრავა 2014 წელს ჩააყენეს. გარედან ის წითელ, ქარხნულ შეფუთვაშია. იმ ცნობილ ფერებში, რომლებითაც Group 4-ში მონაწილეობდა. ეს ავტომობილი თანამედროვე ტექნოლოგიებით არის განახლებული. სტანდარტები კი დღევანდელ რალის შეეფერება.

Group 4 Quattro საფრანგეთში RM აუქციონზე იყიდება. მისი ფასი ამჟამად $180,000-ია. მისთვის, ვინც რალის ავტომობილს ეძებს, დღეს ეს საუკეთესო არჩევანია.

გაზიარება: